სატლეჯი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდ. სატლეჯის ხეობა. დაახლ. 1857წ.

სატლეჯი ქვემო დინებაში პანჯნადი (პენჯ. ستلج, ਸਤਲੁਜ, ურდუ ستلج, ჰინდი सतलुज, სანსკრ. शतद्रु или सुतुद्री) — მდინარე აზიაში. ინდის ველაზე მძლავრი შენაკადი. მიედინება ჩინეთის, ინდოეთის და პაკისტანის ტერიტორიებზე. სათავეს იღებს ტიბეტის მთიანეთში 4630 მ. სიმაღლეზეკაილას მთისა და მანასაროვარის ტბის სიახლოვეს, ტბა ლანგა–ცოს დასავლეთ სანაპიროს გვერდით. მდინარის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 1536 კმ. (აქედან 1050 კმ. მიედინება ინდოეთში), აუზის ფართობია 395 ათასი კვ. კმ. ( აქედან, 24 ათასი კვ. კმ. მდებარეობს ინდოეთში) სატლეჯი როგორც შვიდმდინარეთიდან ერთ–ერთი მოიხსენება "ვედებში" შუტუდრის ან შატადრუს სახელით.

გეოგრაფია[რედაქტირება]

სათავიდან 400კმ. მანზილზე სატლეჯი სახელწოდებით ლანგჩენ–კანბაბი მიედინება ჩრდილო–დასავლეთით ფართო ხეობაში ჩრდილოეთით ლადაკჰისა და კაილას ქედებს, ხოლო სამხრეთით დიდი ჰიმალაის ქედებს შორის. შემდეგ მდინარე უხვევს სამხრეთ–დასავლეთით, ვიწრო ხეობით გადაკვეთს ჰიმალაის და გამოდის ინდ-განგის ვაკეზე (პენჯაბის დაბლობზე) ქალაქ რუპარის მახლობლად. დაბლობში სატლეჯი უერთდება თავის მთავარ შენაკადებს — მდინარეებს ბიასსა (პენჯაბის შტატში და ჩინაბს (უძველეს ქალაქ მუტლანის სამხრეთით), რის შემდეგ სახელწოდებით პანჯნადი ჩაედინება მდინარე ინდში. 160 კმ. მანძილზე მდინარე სატლეჯი მიუყვება ინდოეთსა და პაკისტანს შორის საზღვარს. სატლეჯი წარმოადგენს ჩრდილოეთ ინდოეთსა და პაკისტანში მდებარე ყველაზე გრძელ მდინარეს, რომელიც გადაკვეთს ისტორიული პენჯაბის რეგიონს. ის მდებარეობს ჩრდილოეთით ვინდჰიას ქედისა და სამხრეთით ჰინდიყუშის მასივს შორის. აღნიშნული რეგიონის დასავლეთით მდებარეობს მაკრანის ქედი, ხოლო აღმოსავლეთით და სამხრეთით თარის უდაბნო.

ჰიდროგრაფია[რედაქტირება]

ზემო დინებაში მდინარე ძირითადად იკვებება თოვლისა და მყინვარების დნობის შედეგად, ხოლო დანარჩენი ნაწილი იკვებება მუსონური წვიმების შედეგად. მდინარის წყალი ქვემო დინებაში გამოიყენება სარწყავად. მსხვილი სარწყავი სისტემა აჭარბებს 4,5 ათას კმ-ს და რწყავს 12 მლნ. ჰა ფართობს. სისტემაში შედის დიპალპურის, რაჯასტჰანის, პაკპატანის, ჰაკრას, სადიკვაიას, მაილსის სარწყავი არხები. მდინარემ რამდენიმეჯერ მკვეთრად შეიცვალა კალაპოტი 1000, 1245, 1796, 1953 და სხვა წლებში, რასაც თან ახლდა მოსახლეობის მიგრაცია. აგრეთვე, არსებობს გეოლოგიური ცნობები, რომ ძვ.წ. 1700 წელს მდინარე სატლეჯი იყო არა ინდის არამედ მდინარე სარასვატის მსხვილი შენაკადი. სავარაუდოდ, ტექტონიკური ძვრების შედეგად შეიცვალა სატლეჯის მიმართულება სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ, რის შედეგადაც წყალუხვი სარასვატი დაშრა. ამან, თავის მხრივ, გამოიწვია ჩოლისტანის უდაბნოს წარმოქმნა და თანამედროვე სინდის შტატის აღმოსავლეთ ნაწილის გაუდაბურება. სარასვატის ნაპირებზე მცხოვრებმა ხალხმა კი მიატოვა საცხოვრებელი ადგილები. მდინარეზე მდებარეობს ინდოეთის მსხვილი ჰიდროელექტროსადგური ბჰაკრა-ნანგალი და გოვინდის წყალსაცავი. ასევე, ინდოეთი უკვე რამდენიმე ათწლეულია ცდილობს ააგოს 214 კმ. სიგრძის სატლეჯ-ჯამუნას არხი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სატლეჯს წელიწადის გარკვეულ პერიოდებში განავითაროს ცალკეულ უბნებზე ნავიგაცია. სატლეჯის სათავე მდებარეობს მიუვალ ადგილებში. ის პირველად გამოიკვლიეს რუსულმა და გერმანულმა ჯგუფებმა 2004 წელს.

მსხვილი ქალაქები[რედაქტირება]

მდინარე სატლეჯის ნაპირებზე მდებარეობს რამდენიმე მსხვილი ქალაქი. კერძოდ,

  • ჩინეთში: ტოლინგი
  • ინდოეთში: ნანგალი, რუპარი, პჰილაური
  • პაკისტანში: ისლამი, ბაჰავალპური

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Булич С.К. , Шатадру // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона: В 86 томах (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]