კალიები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კალიები
Anacridium aegyptium
Anacridium aegyptium
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
რიგი: სწორფრთიანები
ზეოჯახი: კალიები
ლათინური სახელი
Acridoidea

კალიები (ლათ. Acridoidea) — მწერების ზეოჯახი სწორფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 9 სმ აღწევს. აქვთ 2 წყვილი ფრთა ან სულ უფრთოები არიან. ზოგჯერ ფრთები განვითარებადაუმთავრებელია. უკანა ფეხებს სახტომად იყენებენ. მოკლე კვერცხსადები აქვთ. კვერცხებს დებენ გროვებად, რომლებიც ქაფისებრი სითხის გარსშია გახვეული. გაცივებისას სითხე მკვრივდება. მატლები გაზაფხულზე იჩეკებიან. კანს 4—7-ჯერ იცვლიან. ზეოჯახში 10000-მდე სახეობაა. კალიების მრავალი სახეობა დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას.

ზოგიერთი სახეობის კალია ზედა ფრთების გამსხვილებულ ძარღვებზე უკანა კიდურების ხახუნით გამოსცემს ჭრიჭინა ბგერებს. მუცლის პირველი სეგმენტის გვერდებზე კარგად განვითარებული სმენის ორგანოები აქვთ. საქართველოში ყველაზე მავნე სახეობებია ეგვიპტური კალია (Anacridium aegypticum), იტალიური კალია (Caliliptamus italicus), მაროკოს კალია (Dociostaurus maroccanus), გადამფრენი ანუ აზიური კალია (Locusta migratoria).

ლიტერატურა[რედაქტირება]