სანქტ-პეტერბურგის მატათა მოციქულის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის მატათა მოციქულის ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის მატათა მოციქულის ეკლესია — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის მატათა მოციქულის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°57′40″ ჩ. გ. 30°18′33″ ა. გ. / 59.96111° ჩ. გ. 30.30917° ა. გ. / 59.96111; 30.30917
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7831326000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ლავრენტი მილერი, ვლადიმირ კარპოვი
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაროკო
თარიღდება 1790, 1806, 1889-1890

სანქტ-პეტერბურგის მატათა მოციქულის ეკლესია (რუს. Матфиевская церковь) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობდა მეზარბაზნეების ქუჩის, ლენინის ქუჩის, მატათას შესახვევისა და კრონვერის ქუჩებს შორის. იქ სადაც ამჟამად მატათას ბაღი მდებარეობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად აქ 1719 წელს გადაიტანეს ხის ტაძარი, რომელიც აგებული იყო პეტრე და პავლე მოციქულების სახელზე ლენინგრადის ზაიაჩის კუნძულზე 1703 წელს (ზოგიერთი წყაროს მიხედვით პეტრე I-ის ნახაზებით). კედლები გაფორმებული იყო მარმარილოთი. ხის ეკლესია განთავსებული იყო თანამედროვე ბაღის დასავლეთ ნაწილში, მატათას ქუჩასთან ახლოს. 1720 წლის 31 იანვარს ტაძარი აკურთხეს მატათა მოციქულის სახელზე და რუსების ჯარების მიერ ნარვის აღების სამახსოვროდ, რომელიც მოხდა ამ წმინდანის ხსენების დღეს, 1704 წლის 9 აგვისტოს. პეტრე I ამ ტაძარში ლოცულობდა შვედებზე გამარჯვების შემდეგ.

ანა იოანეს ასულის მეფობისას გახდა პოლკის ეკლესია. XVIII საუკუნის განმავლობაში ააშენეს ეგვტერი სერგი რადონეჟელის სახელზე და 1745 წელს თბილი ეკლესია ახლოსვე ღვთისმშობლის კვართის სახელზე.

1732 წლიდან ეკლესიის გარშემო სასაფლაო მოეწყო[1], რომელმაც იარსება 30 წელზე მეტი[2] და გაუქმდა 1768 წელს[3].

გადმოცემის თანახმად XVIII საუკუნეში ეკლესიის მრევლს შორის იყო ქსენია პეტერბურგელი. არსებობს დაუდასტურებელი ლეგენდა, რომ მატათა მოციქული დაკრძალულია სწორედ ამ ეკლესიაში[4], თუმცა წყაროებითაა დადასტურებული, რომ იგი დაკრძალულია საქართველოში, კერძოდ გონიოში.

მოგვიანებით კვართის ეკლესია დაშალეს და აღმართეს ქვის ეკლესია, ხოლო 1806 წელს ალექსანდრე I-ის ბრძანებით საბოლოოდ დაშალეს მოძველებული ეკლესია და მის ადგილზე დაიწყეს ახლის მშენებლობა. XIX საუკუნეში ეკლესია არაერთხელ გადააკეთეს და გააფართოვეს, მაგრამ მასში უცვლელად შეინახეს პირველი ხის პეტრე-პავლეს ეკლესიის კანკელი.

1889-1890 წლებში ააშენეს ქვის სამრეკლო არქიტექტორ ვლადიმირ კარპოვის პროექტის შესაბამისად.

XX საუკუნის დასაწყისში ეს იყო ერთადერთი მატათას სახელობის ეკლესია, რომელსაც ჰქონდა კვართის და სერგის სახელობის ეგვტერები.

1923 წელს ეკლესიამ მიიღო საკათედრო ტაძრის სტატუსი, ხოლო 1932 წელს დახურეს და ააფეთქეს ლენინგრადის საოლქო აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილების თანახმად[5].

2001 წელს სანქტ-პეტერბურგის ძეგლთა დაცვის სააგენტომ ჩატარებლი არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად აღმოჩენილი ყოფილი ტაძრის ფუნდამენტი შეიყვანა რუსეთის გარკვეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[6].

ეკლესიის სახელი ტოპონიმიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოფილი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია არაოფიციალურად იწოდება მატათას ბაღად.

ტაძრის სახელწოდება ასევე მიიღო რამდენიმე მიმდებარე ქუჩამ.

  • მატათას შესახვევი - სახელწოდება შემონახულია
  • მატათას ქუჩა (1923 წლამდე, 1923-1956 წლებში ოაკობ კალინინის ქუჩა).
  • მატათას პროსპექტი (1820-იან წლებამდე) - თანამედროვე კრონვერისა და პოდკოვიროვის ქუჩა.
  • კვართის ქუჩა (1923 წლამდე) - ამჟამინდელი პოდკოვიროვის ქუჩა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Городские поселения в Российской Империи», СПб., Тип. Тов-ва «Общественная польза» близ Круглого рынка, д. № 5, т.7, с.36, ссылка на Полн. Собр. Зак., т. VIII, № 6214.
  2. В. В. Антонов, А. Ф. Кобак. Церковь ап. Матфия (Покровская) დაარქივებული 2018-09-24 საიტზე Wayback Machine. // Антонов В. В., Кобак А. В. Святыни Санкт-Петербурга: Христианская историко-церковная энциклопедия. — СПб.: Лики России, 2003 (электронная версия на сайте encspb.ru)
  3. В. И. Саитов, «Петербургский некрополь» в 4-х томах, СПб., 1912—1913, том I, с. IX
  4. Археологи исследуют фундамент храма, где венчалась и отпевалась Ксения Петербургская დაარქივებული 2009-06-06 საიტზე Wayback Machine. // Мой район, 13 мая 2008 г.
  5. Церковь во имя Покрова Пресвятой Богородицы и Святого Апостола Матфия (с 1923 года — Матфиевский собор) на сайте «Петербург и окрестности»
  6. Церковь апостола Матфея и Покрова Пресвятой Богородицы (фундамент) (приказ председателя КГИОП № 15 от 20 февраля 2001 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-31. ციტირების თარიღი: 2018-11-03.