სანტიაგო-დე-კომპოსტელის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანტიაგო-დე-კომპოსტელის უნივერსიტეტი
დაფუძნდა 1495
ტიპი საჯარო უნივერსიტეტი და თავისუფალი გამომცემელი[1]
რექტორი Antonio López Díaz
ქვეყანა ესპანეთი[1]
კავშირები ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[2] , Conference of Rectors of Spanish Universities[3] და Spanish Association of University Presses[4]
სანტიაგო-დე-კომპოსტელის უნივერსიტეტი — ესპანეთი
სანტიაგო-დე-კომპოსტელის უნივერსიტეტი
https://www.usc.gal/gl, https://www.usc.gal/es და https://www.usc.gal/en

სანტიაგო-დე-კომპოსტელის უნივერსიტეტი (გალ. Universidade de Santiago de Compostela - USC, ესპ. Universidad de Santiago de Compostela - USC) ― საჯარო უნივერსიტეტი სანტიაგო-დე-კომპოსტელაში (გალიცია, ესპანეთი). უნივერსიტეტის მეორე კამპუსი ლუგოში მდებარეობს. სანტიაგო-დე-კომპოსტელის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი დღემდე მოქმედი უნივერსიტეტია.

უნივერსიტეტის ისტორია 1495 წლიდან იწყება, როდესაც სანტიაგოში სკოლა გაიხსნა.[5] 1504 წელს პაპ იულიუს II-ის თანხმობით, სანტიაგოში უნივერსიტეტი დაფუძნდა,[6] მაგრამ პაპის ბულა მხოლოდ 1526 წელს გამოსცა კლემენტ VII-მ.[7] 1555 წელს კარდინალ ხუან ალვარეს დე ტოლედოს ხელშეწყობით, უნივერსიტეტი მკაცრად რელიგიურ სტრუქტურას გამოეყო და სხვადასხვა აკადემიური სფეროს განვითარება დაიწყო, მათ შორის, სამეცნიერო სფეროებისაც.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბიოლოგიის ფაკულტეტი
  • ქიმიის ფაკულტეტი
  • საკომუნიკაციო მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • ეკონომიკისა და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი
  • განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • გეოგრაფიისა და ისტორიის ფაკულტეტი
  • სამართლის ფაკულტეტი
  • მათემატიკის ფაკულტეტი
  • მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტი
  • ფარმაციის ფაკულტეტი
  • ფილოლოგიის ფაკულტეტი
  • ფილოსოფიის ფაკულტეტი
  • ფიზიკის ფაკულტეტი
  • პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • ფსიქოლოგიის ფაკულტეტი
  • სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი
  • უმაღლესი ტექნიკური ინჟინერიის სკოლა
  • უმაღლესი პოლიტექნიკური სკოლა (ლუგოს კამპუსში)
  • შრომით ურთიერთობათა საუნივერსიტეტო სკოლა
  • ოპტიკისა და ოპტომეტრიის საუნივერსიტეტო სკოლა
  • საექთნო საქმის საუნივერსიტეტო სკოლა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Directory of Open Access Journals — 2003.
  2. https://eua.eu/about/member-directory.html
  3. https://web.archive.org/web/20220525155608/https://www.crue.org/universidades/
  4. https://web.archive.org/web/20240203122536/https://www.une.es/asociados
  5. „La Universidad de Santiago cumple 500 años“. El Mundo (ესპანური). March 22, 1995. ციტირების თარიღი: 2009-09-11.
  6. Chisholm, Hugh, ed. (1911). „Santiago de Compostela“ . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 24 (11th ed.). Cambridge University Press. p. 191.
  7. Quoted from: Encyclopædia Britannica: A New Survey of Universal Knowledge, 1956. Article "Universities".