სანავიგაციო აქტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სანავიგაციო აქტები — უცხოური კონკურენციისაგან ინგლისის საზღვაო ვაჭრობის დასაცავად ინგლისის პარლამენტის მიერ მიღებული აქტები. პირველი სანავიგაციო აქტი მიიღეს 1381 წელს. 1651 წლის აქტის თანახმად, ინგლისსა და მის სამფლობელოებში აფრიკიდან, ამერიკიდან და აზიიდან საქონლის შემოტანა შეიძლებოდა მხოლოდ ინგლისური გემებით, ხოლო ევროპული საქონლისა – ინგლისის ან ექსპორტიორი ქვეყნის გემებით. ამ აქტმა, რომელიც ჰოლანდიის საშუამავლო ვაჭრობისა და თევზჭერის წინააღმდეგ იყო მიმართული, ინგლის-ჰოლანდიის 1652-1654 წლების ომი გამოიწვია. სანავიგაციო აქტები მერკანტილიზმის პრინციპებს ემყარებოდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინგლისის საზღვაო ვაჭრობის განვითარებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]