ინგლის-ჰოლანდიის ომი (1652-1654)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ინგლის-ჰოლანდიის ომი — ომი ინგლისსა და შეერთებულ პროვინციებს (ჰოლანდიის რესპუბლიკა) შორის მსოფლიო ვაჭრობასა და კოლონიებში ჰეგემონიისათვის.
ომი გამოიწვია ინგლისის უარმა გაეუქმებინა 1651 წლის სანავიგაციო აქტი. საზღვაო ბრძოლები (პლიმუთის - 1652, ნიუპორტისა - 1652 და 1653, პორტლენდისა - 1653) გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თანდათანობით უპირატესობა ინგლისის მხარეზე გადავიდა. ინგლისის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა დაიწყო ჰოლანდიის სანაპიროს ბლოკადა, ომის ბედი ინგლისის სასარგებლოდ გადაწყდა. 1654 წლის 14 აპრილს დაიდო უესტმინსტერის საზავო ხელშეკრულება, რომლითაც ჰოლანდია სანავიგაციო აქტს უნდა შერიგებოდა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 132, თბ., 1980 წელი.