სამუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამუმი უდაბნოში (ნახატი).

სამუმი (არაბ. سموم – ხორშაკი, ცხელი ქარი) — მშრალი, ცხელი ქარი ჩრდილოეთ აფრიკის და არაბეთის უდაბნოებში. უმთავრესად დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებისაა, აქვს ძლიერი შკვალის ხასიათი. სამუმის დროს ჰაერის ტემპერატურა (ხშირად) მატულობს 50°С-მდე, ხოლო სინესტე ვარდება 10 %-მდე.

გადააქვს დიდი რაოდენობით ქვიშა და მტვერი (მტვერ-ქვიშის ქარიშხალი). უმეტესად გაზაფხულსა და ზაფხულში იცის. ანალოგიური ქარი, რომელიც სვლას საჰარის უდაბნოდან იწყებს და ბობოქრობს ეგვიპტეში, ხამსინი ეწოდება.

სამუმი უფრო დაუბერავს ხოლმე ზაფხულის თვეებში (ივნისი, ივლისი, აგვისტო). თუმცა უფრო ძლიერ ივლისში უბერავს. მდინარეებზე და ტბებზე მისი გავლენა იკარგება. ჩვეულებრივ, სამუმი უბერავს ზედიზედ ორი-სამი დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ რამდენიმე დღით ჩერდება.

სამუმის პირველი ცნობილი აღწერა ეკუთვნის ჰეროდოტეს („წითელი ქარი“).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]