სამკურნალო რეცეპტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„სამკურნალო რეცეპტები“, XVIII—XIX საუკუნეების სამედიცინო ძეგლი, რომლის ავტორია დავით ბაგრატიონი (გიორგი XIII-ის უფროსი ვაჟი). ძეგლი შედგენილია რუსულ, ქართულ და ლათინური წყაროების საფუძველზე. ტექსტი დაყოფილია თავებად და დალაგებულია ანბანზე დაავადებების მიხედვით (მაგ., ანტონის ცეცხლისათვის..., ბუასილისათვის... და ა. შ.). თითოეულ დაავადებას ახლავს სათანადო რეცეპტი.

„სამკურნალო რეცეპტები“ გავრცელებული იყო საქართველოში ხელნაწერების სახით; დღემდე შემონახულია 7 ხელნაწერი ვარიანტი, მათ შორის 4 ინახება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში, 2 — თელავში; 1 — სანქტ-პეტერბურგში მ. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის ბიბლიოთეკაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შენგელია მ., დავით ბაგრატიონი და გარდამავალი ხანის ქართული მედიცინა, მის წგნ.: ეტიუდები ქართული მედიცინის ისტორიიდან, თბ., 1963;