საიმონ სებაგ-მონტეფიორე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საიმონ სებაგ-მონტეფიორე

სიმონ სებაგ-მონტეფიორე (2010)
დაბ. თარიღი 1965
დაბ. ადგილი ინგლისი
საქმიანობა ისტორიკოსი, ჟურნალისტი და მწერალი
ეროვნება ინგლისელი
ჟანრი ისტორიული

საიმონ სებაგ-მონტეფიორე (ინგლ. Simon Sebag Montefiore; დ. 1965) — ინგლისელი ისტორიკოსი, ჟურნალისტი და მწერალი. რუსეთის ისტორიის სპეციალისტი.

სებაგ-მონტეფიორემ განათლება ჯერ ლუდგროვის სკოლაში, შემდეგ კი კემბრიჯს უნივერსიტეტის კოლეჯში მიიღო.

1990-იან წლებში, როგორც ჟურალისტი, ბევრს მოგზაურობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.

მისი წიგნები მსოფლიო ბესტსელერები გახდა და 34 ენაზეა დამოცემული.

2000 წელს გამოსული მისი ისტორიული წიგნი, ეკატერინე დიდი და პოტიომკინი, სამუელ ჯონსონის, დუფ კუპერის და მარშ ბიოგრაფის პრემიებზე იყო წარდგენილი.

2004 წელს სტალინი: წითელი მეფის კარი, ინგლისში წლის საუკეთესო ისტორიული წიგნის პრემიის მფლობელი გახდა.

2007 წელს გამოვიდა ახალგაზრდა სტალინი, რომელშიც ბელადის ახალგაზრდობა არის აღწერილი. ამ წიგნმა, როგორც საუკეთესო დოკუმეტურმა პროზამ, ბრიტანეთის ლიტერატურული პრემია, „კოსტა“ დაიმსახურა. მასვე გადაეცა საუკეთესო ბიოგრაფიული ნაწარმოებისთვის განკუთვნილი პრემია, ლა ტაიმსი და საუკეთესო პოლიტიკური ლიტერატურისთვის განკუთვნილი ბრუნო კრეისკის პრემია.

დღეისთვის ახალგზარდა სტალინის ეკრანიზაციაზე მუშაობს მირამაქს ფილმზი და რაბი ფილმზი, რომლებმაც ნაწარმოებზე საავტორო უფლება შეიძინეს.

ახალი ნოველა, საშენკა, საიმონ მონტეფიორეს სახელით გამოვიდა და 14 ენაზე გამოიცა, მათ შორის რუსულადაც.

მისი მომავალი ისტრიული წიგნი, ისერუსალიმი: ბიოგრაფია, ახლო აღმოსავლეთის უახლეს ისტორიას ეხება.

ამჟამად სებაგ-მონტეფიორე ცხოვრობს ლონდონში მეუღლესთან, ნოველის სანტა მონტეფიორესა და ორ შვილთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]