სათოვლია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სათოვლია | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Colchicum | ||
| დაცვის სტატუსი | ||
სათოვლია, უცუნა (Colchicum) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. მოკლეღეროიანი და გორგლბოლქვიანი ბალახებია, დიდი და ნაირფერი ყვავილები (1-5) აქვთ. ზოგი სახეობა გვიან შემოდგომით ყვავილობს, ნაყოფს (კოლოფი) კი მომავალ გაზაფხულზე იკეთებს. 60-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, ირანში და აღმოსავლეთში — ჩრდილოეთ ინდოეთამდე. საქართველოში, მთის ქვედა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე, მხოლოდ 3 სახეობა იზრდება. სათოვლიას თესლსა და გორგლბოლქვში არის ალკალოიდები, რომელთაგან კოლხიცინი გენეტიკასა და სელექციაში პოლიპლოიდების მისაღებად გამოიყენება, მედიცინაში კი — ნიკრისის ქარის სამკურნალოდ, კოლხამიანი (ომაინი) — სისხლის ზოგიერთი დაავადებისა და ავთვისებიანი სიმსივნის დროს. სათოვლიას ბევრი სახეობა დეკორატიულია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 659, თბ., 1984 წელი.