სათითურა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სათითურა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Dactylis glomerata | ||
| დაცვის სტატუსი | ||
სათითურა (Dactylis glomerata) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. ფაშარკორდიანი ბალახია. მისი სიმაღლე 100 სმ აღწევს. ბუნებრივად გავრცელებულია მთელ ევროპაში და აზიის ზოგიერთ რაიონში. საქართველოში ყველგან გვხვდება. იზრდება ალპურ სარტყლამდე ბუჩქნარებში, ტყის პირებზე, მდელოებზე, არიდულ მეჩხერ ტყეებში, ველებზე. ერთ-ერთი საუკეთესო საკვები ბალახია. კულტურაში შეტანილია XIX საუკუნეში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 659, თბ., 1984 წელი.