საბალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| საბალი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Sabal | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
საბალი (Sabal) — მცენარეთა გვარი პალმების ოჯახისა. 25-მდე სახეობა გავრცელებულია აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთში (ვირჯინია, ფლორიდა), კარიბის ზღვის კუნძულებზე, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში (კოლუმბია, ვენესუელა). მათი ღეროს სიგრძე 30 მ აღწევს (ზოგიერთ სახეობას ძალიან დაბალი ღერო აქვს). იზღდება ნოტიო ქვიშიან და მლაშობ ნიადაგებზე მდინარეთა და წყალსატევების ნაპირზე, ზღვის სანაპიროზე. მაღალტანიანი სახეობების მერქანს იყენებენ სამშენებლო მასალად, ფოთლის ბოჭკოს — უხეში ქსოვილებისა და ჭილობების დასამზადებლად. ნორჩ ფოთლებს ბოსტნეულად ხმარობენ. საბალის ზოგი სახეობა (Sabal palmetto, Sabal minor ანუ Sabal adansonii) მოჰყავთ ყირიმსა და კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 544, თბ., 1984 წელი.