საავტომობილო ნომერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საავტომობილო ნომერი — ავტომობილის ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნიშანი (ნომერი). იგი, როგორც წესი, გამოისახება ლითონის ან პლასტმასის სინათლისამრეკლ გრავიურაზე (სანომრე ნიშანი), მანქანის წინა და უკანა მხარეზე, ან გამოისახება ქაღალდზე და თავსდება სატრანსპორტო საშუალების წინა ან უკანა მინაზე.

ხშირად საავტომობილო ნომერი მიუთითებს სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ერთეულზე, რომელშიც დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება.

ბევრ სახელმწიფოში ნომრებს გასცემს ცენტრალური სარეგისტრაციო დაწესებულება, ხოლო კანადაში, ავსტრალიაში, გერმანიაში, პაკისტანსა და აშშ-ში ნომრებს გასცემს ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: