მომსახურების სააგენტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
ტიპი სსიპ
მდებარეობა თბილისი, საქართველო
ენა ქართული
მთავარი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მომსახურების სააგენტო — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

მისია და მიზანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შინაგან საქმეთა სამინისტოს მომსახურების სააგენტოს მიზანი არის სერვისების დახვეწა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურების გაუმჯობესება. სააგენტოს მისია კი:

  • საზოგადოების ჩართულობით ჩამოაყალიბოს მარტივი, სწრაფი, სანდო, თანამედროვე და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული სისტემა.
  • ხელი შეუწყოს სერვისების განვითარებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
  • უზრუნველყოს სააგენტოს საქმიანობისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდა.

შსს მომსახურების სააგენტოს ძირითადი ღირებულებებია: პროფესიონალიზმი (მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მოქმედებენ კანონმდებლობისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად. სხვადასხვა ტრენინგებისა და სწავლებების შედეგად, მუდმივად ხდება თანამშრომლების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება), კომფორტული გარემოს შექმნა (მომსახურების სააგენტო მაქსიმალურად ორიენტირებულია მოქალაქეებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე, ხარისხიანი და სწრაფი სერვისის მიწოდებაზე და ეფექტიან მომსახურებაზე. ამავდროულად, სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ადაპტირებულია და მორგებულია შშმ პირების კონკრეტულ საჭიროებებზე) და გამჭვირვალობა (მომსახურების სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად).[1]

საკონტაქტო ინფორმაცია:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველო, თბილისი - წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ.
  • ელ. ფოსტა: sagency@sa.gov.ge
  • ტელ.: 12 72, საზღვარგარეთიდან: (+995) 0322 41 91 91[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. www.sa.gov.ge - მისია და მიზანი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-30. ციტირების თარიღი: 2018-07-26.
  2. www.sa.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-30. ციტირების თარიღი: 2018-07-26.