რუსუდან კიკნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსუდან კიკნაძე (დ. 7 მარტი, 1946 — გ. 20 იანვარი, 2022, ლოს-ანჯელესი, აშშ[1]) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1969 წელს. მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში „გიორგობისთვე“ (რეჟისორი ოთარ იოსელიანი, 1966), „ფერისცვალება“ (ეკა; რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, 1968), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (ტატა; რეჟისორი გუგული მგელაძე, 1969), „თვალი პატიოსანი“ (მედეა; რეჟისორი შოთა მანაგაძე, 1976), „მონანიება“ (რეჟისორი თენგიზ აბულაძე, 1984), „ფესვები“ (რეჟისორი გუგული მგელაძე, 1987), „დანაშაული მოხდა“ (რეჟისორი ნანა მჭედლიძე, 1988) და სხვ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მსახიობი რუსუდან კიკნაძე გარდაიცვალა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 20 იანვარი, 2020.