რუსლან ალაჰვერდიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსლან ალაჰვერდიევი
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1967
მუსუსლუ, უჯარის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1990
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დაკრძალულია ხირდალანის სასაფლაო
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ

რუსლან ალაჰვერდიევი (აზერ. Ruslan Allahverdiyev, სრული სახელი:Ruslan Kamal oğlu Allahverdiyev; დ. 10 აპრილი, 1967, მუსუსლუ — გ. 20 იანვარი, 1990, ბაქო) — ბაქოს შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1967 წლის 10 აპრილს უჯარის რაიონის სოფელ მუსუსლუში. მუშაობდა ბაქოს შამპანურის ქარხანაში მუშად.[2]

იანვრის ტრაგედიის დროს, 19 იანვარს საღამოს, სალიანის ყაზარმებთან იმყოფებოდა. ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ჭრილობა მიიღო, შემდეგ კი ტანკმა გადაუარა. მამამ მისი ცხედარი სალიანის ყაზარმებთან იპოვა.

დაკრძალეს ხირდალანის სასაფლაოზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]