რუაპეჰუ
|
რუაპეჰუ |
||
|---|---|---|
| მდებარეობა | ||
| სიმაღლე | 2797 მ | |
| ტიპი | სტრატოვულკანი | |
| ბოლო ამოფრქვევა | 2007 (გრძელდება) | |
რუაპეჰუ (მაორების ენაზე – მგრგვინავი უფსკრული) — მოქმედი სტრატოვულკანი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთი კუნძულის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე 2797 მ. მდებარეობს ქალაქ ოჰაკუნედან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 23 კმ-ში, ხოლო ტბა ტაუპოს სამხრეთ სანაპიროს სამხრეთ-დასავლეთით 40 კმ-ში.
რუაპეჰუს გააჩნია სამი ძირითადი პიკი: ტაჰურანგი (მაორების ენაზე Tahurangi; 2 797 მ); ტე ჰეუჰეუ (მაორების ენაზე Te Heuheu; 2 755 მ), პარეტეტაიტონგა (მაორების ენაზე Paretetaitonga; 2,751 მ). აქტიური კრატერი სწორედ ამ მწვერვალებს შორისაა მოქცეული.
რუაპეჰუ წარმოადგენს ანდეზიტებით აგებულ წაკვეთილ კონუსს. კალთები შემოსილია წითელი წიფლით, ლიბოცედრუსითა და ბუჩქნარით. 1700-2000 მ-ზე ზევით თოვლი და პატარა მყინვარებია.
მნიშვნელოვანი ამოფრქვევა მოხდა 1975 წ. უკანასკნელი 2007 წლის 25 სექტემბერს. ტონგარიროს ეროვნული პარკი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- The 1996 Ruapehu Eruption Images and Information from Michigan Technical University
- Volcanic Hazards at Ruapehu Volcano - from GNS Science
- Volcano Camera - Mt Ruapehu - hourly photographs from GeoNet
- Mt Ruapehu Crater Lake Lahar Threat Response from the Department of Conservation
- Ruapehu Eruption resources blog continuous since 1995 with new activity erported as it happens
- Mt Ruapehu - Crater Lake Status from Environment Waikato
- GeoNet New Zealand Alert Bulletins