რუანდა-ბურუნდიული ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუანდა-ბურუნდიული ენა - ბანტუს ჯგუფის ენა, რომელიც ორი ფორმით გვხვდება: რუანდული (კინიარუანდა) და ბურუნდიული (კირუნდი). პირველი მათგანი რუანდის რესპუბლიკის ოფიციალური ენაა (ფრანგულთან ერთად), ხოლო მეორე - ბურუნდის რესპუბლიკისა (ასევე ფრანგულთან ერთად).


ზოგადი ცნობები[რედაქტირება]

  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: 20 მლნ
  • ენის კოდი: rw / rn
  • სახელწოდება: rw/rn, en - Kinyarwanda / Kirundi; eo - Ruanda-Burunda
  • დამწერლობა: ლათინური


რუანდული ენისთვის დამწერლობა ლათინურ ენაზე შემოღებულ იქნა 1922 წლიდან. ამჟამად მასზე გამოდის პერიოდიკა, მიმდინარეობს სწავლება დაწყებით სკოლებში. ბურუნდიულ ენაზე დამწერლობა შემოღებულ იქნა XX ს-ის დასაწყისში, ხოლო 1976 წლიდან იგი სწავლების ენა გახდა.


სტატუსი[რედაქტირება]

ოფიციალური ენა:


გავრცელების არეალი:

ენის გავრცელების არეალია ცენტრალური აფრიკა: რუანდა, ბურუნდი, კონგო-კინშასა, უგანდა, ტანზანია.


გრამატიკა[რედაქტირება]


ლექსიკა[რედაქტირება]

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - Muraho; Mwaramutse
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Urakaza
  • გმადლობთ - Murakoze
  • კი / არა - Yego / Oya
  • გეთაყვა - Akira
  • ნახვამდის - Murabeho


რიცხვები

  • 1 - limwe, 2 - kabili, 3 - gatatu, 4 - kane, 5 - gatanu, 6 - gatandatu, 7 - kalindwi, 8 - umunani, 9 - icyenda, 10 -icumi