რობერტ პატრიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ პატრიკი

პატრიკი 2014 წლის San Diego Comic-Con International-ზე
დაბადების სახელი რობერტ ჰემონდ პატრიკ უმცრ.
დაბადების თარიღი 5 ნოემბერი, 1958 (1958-11-05) (65 წლის)
მარიეტა, ჯორჯია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1986–დღემდე
მეუღლე(ები) ბარბარა პატრიკი (იქ. 1990)
შვილ(ებ)ი 2

რობერტ პატრიკი (ინგლ. Robert Patrick; დ. 5 ნოემბერი 1958, მარიეტა, ჯორჯია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. განსაკუთრებით სახელი გაითქვა ფილმში ტერმინატორი-2: განკითხვის დღე შესრულებული როლით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობერტ პატრიკი გაიზარდა დიასახლისის და ბანკის თანამშრომელის ოჯახში. თავის მომავალს პატრიკი ნათლად ხედავდა. მან ბავშვობაში გადაწყვიტა, რომ მომავალში სპორტსმენი გახდებოდა. საშუალო სკოლაში პატრიკი ბეისბოლს თამაშობდა, Bowling Green University–ში კი სერიოზულად ფეხბურთით დაკავდა. იქ ის სრულიად შემთხვევით მოხვდა სამსახიობო ხელოვნების კურსებზე. ის დამოუკიდებლად დაიწყებს სტანისლავსკის სისტემის შესწავლას. ის ერთი წლის განმავლობაში ოჰაიოში იცხოვრებს და მიხვდება, რომ ლოს-ანჯელესში უნდა წავიდეს. რა იყო მას შემდეგ, რაც ის "ანგელოზთა ქალაქში" ჩამოვიდა, პატრიკს არ უყვარს გახსენება. პირველი თვეები მას მანქანაში ეძინა და აბაზანას ავტო–სამრეცხაოებზე იღებდა. შემდეგ ის ბარში მოეწყო სამუშაოდ, სადაც თავისი მომავალი ცოლი – ბარბარა გაიცნო. მისმა ოცნებამ ახდენა დაიწყო, როდესაც ის შეამჩნია მსახიობმა როჯერ კორმანმა. მან გადაიღო ის ფილმში "ჯოჯოხეთის მებრძოლნი", სადაც პატრიკმა ბაიკერის როლი შეასრულა. კორმანს მოეწონა რობერტის თამაში და მან კიდევ რამდენიმე თავის ფილმში მონაწილეობა შესთავაზა.

შემდეგ რობერტმა მიიღო პატარა როლი მეორე "კერკეტ კაკალში". ეს როლები საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მსახიობი ჯეიმზ კამერონს შეემჩნია. კამერონს იმ დროს იდეა გაუჩნდა – მან ლეგენდარული "ტერმინატორის" გაგრძელების გადაღება გადაწყვიტა. რობერტი აიყვანეს თხევადი ტერმინატორ T-1000 როლზე. ეს მსახიობისთვის ნამდვილ წამებად იქცა. მთელ დღეებს მსახიობი სპორტულ დარბაზში ატარებდა. თუმცა ეს არ იყო ყველაზე რთული საფეხური მსახიობისთვის, როგორც აღოჩნდა. 1991 წელს ტექნიკას ისეთი მაშტაბებისთვის არ მიუღწევია, როგორც ახლა. ყველას აქვს მომენტები, როდესაც Т-1000 სხეულზე მომენტალურად რჩებოდა ჭრილობები, როდესაც ის ცეცხლიდან გამოდიოდა და ლითონის ფერს გადაიკრავდა. ეკრანზე ეს მხოლოდ რამდენიმე წამს იკავებდა. თუმცა როგორ მობეზრდა ეს მომენტები რეჟისორს, ტექნიკოსს და თვით რობერტს... კომპიუტერს არ სურდა ამოცანების შესრულება. სულ ფუჭდებოდა რაღაცა...მაგრამ ბოლოს და ბოლოს უიღბლობის ზოლი დამთავრდა მე–40 დუბლზე. "ტერმინატორის" გადაღების შემდეგ რობერტს უამრავი წინადადება შემოუვიდა სხვა პროექტებში მონაწილეობზე. მან თვითნაც აღიარა მერე, რომ ამ ფილმების ნახევარზე მეტი სრული სისულელეა, მაგრამ მას არასოდეს მიუღია გადაღებებში მონაწილეობა მხოლოდ ფულის გამო. პატრიკი ყოველთვის მათში გამოცდილებას იძენდა. საერთოდ ოცი წლის განმავლობაში რობერტმა მონაწილეობა მიიღო თითქმის სამოც ფილმში. მათ შორის შეგვიძლია ავღნიშნოთ "The Faculty"(1998), "From Dusk Till Dawn 2: Texas Blood Money"(1997), "Striptease"(1996), "Spy Kids"(2000) და ა.შ. მაგრამ, როგორც კი რობერტი ეკრანებზე ჩნდებოდა, მაყურებელი მასში უპირველეს ყოვლისა პერსონაჟს "ტერმინატორიდან" იხსენებდა.

2000 წელს რობერტმა როლი მიიღო სერიალში "საიდუმლო მასალები". მან მონაწილეობა მიიღო ბოლო ორ სეზონში. კრიტიკოსების შეფასების მიხედვით, სერიალის შემქნელმა სწორი არჩევანი გააკეთა. რობერტ პატრიკი დამოუკიდებელი კომპანიის "360 entertainment" ერთ-ერთი დამაარსებელია. ცხოვრობს ლოს-ანჯელესში ცოლთან ერთად, მსახიობთან ბარბარა პატრიკთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]