რიპსიმე ხურშუდიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიპსიმე ხურშუდიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 27 ივლისი, 1987 (1987-07-27) (36 წლის)
დაბ. ადგილი ქასახი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 173 სმ სმ
წონა 88 კგ კგ
სპორტი
ქვეყანა სომხეთი
სპორტი ძალოსნობა
ჯილდოები მოსე ხორენაცის მედალი

რიპსიმე ხურშუდიანი (სომხ. Հռիփսիմե Խուրշուդյան; დ. 27 ივლისი, 1987, ქასახი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — სომეხი ძალოსანი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიპსიმე ხურშუდიანი დაიბადა 1987 წლის 27 ივლისს სოფელ ქასახში, ჰაციკის რეგიონში, სომხეთის სსრ-ში.

მან ძალოსნობაში ვარჯიში დაიწყო 15 წლის ასაკში, სომხეთის პატივსაცემი მწვრთნელის, სარმენ ესაიანის ზედამხედველობის ქვეშ.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძალოსნობის 2006 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხურშუდიანმა მოიპოვა ვერცხლის მედალი. ამ გამარჯვებით იგი გახდა პირველი ქალი ძალოსანი რომელმაც სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის სახელით მოიპოვა მედალი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატში. მომდევნო წელს, რიპსიმე ხურშუდიანი და მელინე დალუზიანი გახდნენ პირველი სომეხი ქალი ძალოსნები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგეს (იგულისხმება ძალოსანთა 2007 წლის ევროპის ჩემპიონატი). ხურდუშიანი 2007 წელს აგრეთვე გახდა ახალგარდზული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული.

რიპსიმე ხურდუშიანი ასპარეზობდა 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 75 კილოგრამ კატეგორიაში: ოლიმპიადა მან მე-11 ადგილით დაასრულა. იგი ოლიმპიადაზე გასაგზავნ ნაკრებში ტურნირის დაწყებამდე მცირე დროით ადრე მოხვდა (გაიგზავნა მელინა დალუზიანის შემცვლელად რადგან მან ჯანმრთელობის პრობლემის გამო ასპარეზობას ვერ მოახერხებდა). იგი არ იყო მზად ასეთ ტურნირზე ასპარეზობისათვის და ვერ მოახერხა სრული შესაძლებლობების ჩვენება.[2]

2010 წელს ხურშუდიანმა ვერ შეძლო 75 კგ წონით კატეგორიაში მოხვედრა და იძულებული გახდა წონით კატეგორია შეეცვალა.

მან მონაწილეობა მიიღო ქალთა +75 კგ წონით კლასში, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა წონაში მხოლოდ 76 კგ იყო. მან ტურნირში ბრინჯაოს მედალი მოიგო (პირველ-მეორე ადგილი ტატიანა კაშირინამ და ზოუ ლულუმ დაიკავა). ატაცში 128 კგ, ხოლო აკვრაში 166 კგ ასწია და ჯამში 294 კგ დაუგროვდა. ხურშუდიანი თავდაპირველად გახდა არა მხოლოდ პირველი სომეხი ქალი, რომელმაც ძალოსნობაში ოლიმპიური მედალი მოიპოვა, არამედ გახდა პირველი სომეხი ქალი, რომელმაც ოლიმპიური მედალი მოიპოვა.[3]

2016 წელს, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) გამოაცხადა, რომ იგი იყო 11 ძალოსანიდან ერთ-ერთი, რომლებმაც ვერ შეძლეს დოპინგის ტესტირების გავლა. 2008 წელს მის სხეულში „სტანოზოლოლოს“ არსებობა გამოვლინდა და იგი ოფიციალურად გახდა დისკვალიფცირებული.[4] 2012 წელს მისი ნიმუშების რეტესტში გამოვლინდა „დეჰიდროქლომეთეთილთესტოსტერონისა“ და „სტანოზოლოლის“ არსებობა.[5] 2016 წლის ნოემბერში მას ჩამოართვეს ოლიმპიური მედალი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ხურშუდიანი დაქორწინდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Armenia’s Hripsime Khurshudyan dedicates her victory to Armenian people and her boyfriend. sport.news.am. ციტირების თარიღი: 2 January 2013.
  2. დაარქივებული ასლი ru. www.noev-kovcheg.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 17 July 2009.
  3. London 2012 Olympic Games London 2012 Olympic Games (18 May 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 December 2012. ციტირების თარიღი: 18 May 2012.
  4. International Weightlifting Federation. (18 June 2016) PUBLIC DISCLOSURES. ციტირების თარიღი: 2016-10-07.
  5. Valentin eyes London gold after rivals fail retests (28 July 2016). ციტირების თარიღი: 28 July 2016.