რიმ ალ-ალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრინცესა რიმი
იორდანიის დროშა იორდანიის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 7 სექტემბერი 2004
მმართ. დასასრული: ამჟამინდელი
მონარქი: აბდულა II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1969 (54–55 წლის)
დაბ. ადგილი: ალჟირის დროშა ალჟირი
მეუღლე: ალი ბინ ჰუსეინი
შვილები: პრინცესა ჯალილა
პრინცი აბდულაჰი
დინასტია: ჰაშიმიდები (ქორწ.)
მამა: ლახდარ ბრაჰიმი
რელიგია: ისლამი

პრინცესა რიმ ალ-ალი (არაბ. ريم علي; დ. 1969, ალჟირი) — იორდანიის პრინცის ალი ბინ ჰუსეინის ალჟირელი მეუღლე,[1] რომელზეც 2004 წლის 7 სექტემბერს დაქორწინდა. პრინცესა ლახდარ ბრაჰიმის ქალიშვილია, რომელიც ალჟირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და გაეროს ოფიციალური პირი იყო.[2] რიმი დიდი ბრიტანეთსა და ალჟირში გაიზარდა. სწავლობდა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში.

პრინცესა რიმი და პრინცი ალი, თავის ორ შვილთან, პრინცესა ჯალილასა და პრინც აბდულაჰ ბინ ალისთან ერთად, იორდანიის დედაქალაქ ამანში ცხოვრობენ.[3]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარიზის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი გეოგრაფიაში და მაგისტრის ხარისხი ინგლისურ ლიტერატურაში, რომელიც წარჩინებით 1990 წელს დაამთავრა
  • პოლიტოლოგიის მაგისტრი 1991 წელს, პარიზის პოლიტიკის ინსტიტუტი[4]
  • მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკაში, საერთაშორისო ჟურნალისტიკის განხრით — 1994 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი[5]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისი კარიერის განმავლობაში მუშაობდა „BBC World Service“-ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბიუროში, „United Press International“-ში, „Dubai TV“-ში, „Bloomberg International“-ში, „Radio Monte Carlo Moyen Orient“-სა და CNN-ში (ლონდონი).

2006 წლიდან არის იორდანიის სამეფო კინემატოგრაფის აღმასრულებელი კომისარი.[6]

პრინცესა არის იორდანიის მედიის ინსტიტუტის (JMI) დამფუძნებელი, რომელიც არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა არაბულ ჟურნალისტიკაში მაღალი ხარისხის დამკვიდრება და სამაგისტრო პროგრამის შემოღება.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jordan's Prince Ali to wed CNN reporter. hellomagazine.com. ციტირების თარიღი: 23 October 2014.
  2. The Hashemite Kingdom of Jordan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-07. ციტირების თარიღი: 2008-11-02.
  3. Royal Ark
  4. Board of Commissioners. Royal Film Commission (Jordan). ციტირების თარიღი: 2008-11-28.[მკვდარი ბმული]
  5. Her Royal High Princess Rym Al Ali. HRH Princess Haya Bint Al Hussein. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-17. ციტირების თარიღი: 2008-11-02.
  6. Mr. Shigenobu Kato, Ambassador of Japan, delivered a speech at the graduation ceremony of the animation workshop on 27 January 2008. Embassy of Japan in Jordan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 2008-11-02.
  7. New Projects Submitted to the IPDC. IPDC Bureau. ციტირების თარიღი: 2008-11-28.