რელიგია მონღოლეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რელიგია მონღოლეთში - რელიგიური პრაქტიკების ერთობლიობა მონღოლეთში. ტრადიციულად მონღოლეთში დონინანტური რელიგიებია მონღოლური ბუდიზმის სკოლები და მონღოლური შამანიზმი (მონღოლების ხალხური რელიგია). ისტორიულად მონღოლთა იმპერია განიცდიდა ქრისტიანობის (ნესტორიანიზმი და კათოლიციზმი) და ისლამის დიდ გავლენას, მაგრამ ამ რელიგიებმა ქვეყანაში დომინირება ვერ მოიპოვეს. კომუნისტური მმართველობის პერიოდში (1924–1992) ნებისმიერი რელიგიური პრაქტიკა იხშობოდა, მაგრამ 1990–იან წლებში საპარლამენტო რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ მოხდა მოსახლეობაში სარწმუნოების აღორძინება. 2020 წლის ეროვნული აღწერის თანახმად მონღოლთა 51.7% ბუდისტია, 40.6% არ მიიჩნევს თავს რომელიმე რელიგიის მიმდევრად, 3.2% მუსლიმი (ძირითადად ყაზახური ეროვნების წარმომადგენელი), 2.5% მონღოლთა შამანური ტრადიციის მიმდევარი, 1.3% ქრისტიანი (პროტესრანტი, კათოლიკს ან მორმონი) და 0.7% სხვა რელიგიების მიმდევარი [1].

რელიგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუდიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუდიზმი მონღოლეთის უდიდესი რელიგიაა, რომელსაც 2020 წლის აღწერის მონაცემებით მონღოლეთის მოსახლეობის 51,7% მისდევს.[2] მონღოლური ბუდიზმის ნიშან-თვისებები ტიბეტური ბუდიზმს ემსგავსება, კერძოდ გელუგისა და კაგიუს სკოლებს, მაგრამ იგი საკუთარი გამოკვეთილი მახასიათებლებით გამოირჩევა.

მონღოლეთში ბუდიზმის ისტორია იუანის დინასტიის (1271-1368) იმპერატორების მიერ ტიბეტური ბუდიზმშის მიღებით დაიწყო. მონღოლთა იმპერიის დაშლის შემდეგ მონღოლები დაუბრუნდნენ შამანურ ტრადიციებს, თუმცა XVI და XVII საუკუნეებში ბუდიზმი მონღოლეთში კვლავ გავრცელდა. კომუნისტური მმართველობის დროს (1924–1992 წლებში) ბუდიზმი სხვა რელიგიებთან ერთად ჩახშობილი იყო, მაგრამ 1990-იან წლებში, კომუნისტური მმართველობის დასრულების შემდეგ ქვეყანაში ბუდიზმი კვლავ აღორძინდა. ამას ხელი შეუწყო როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებმა, ასევე ბუდიზმის ახალი, მონოთეისტური რელიგიებით შთაგონებული მიმდინარეობების გავრცელებამ.

მონღოლური შამანიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონღოლური შამანიზმი, განზოგადებულად მონღოლური ხალხურ რელიგია, ან ზოგჯერ თენგერიზმი აღნიშნავს ანიმისტურ და შამანურ ხალხურ რელიგიას, რომელსაც მონღოლები პრეისტორიული ხანიდან მისდევენ. პრაქტიკის მონღოლური სახელია "ბოო მორგილ". უძველეს პერიოდში შამანისტური რელიგია დაკავშირებული იყო სოციალური ცხოვრების ყოველ ასპექტთან, მათ შორის ტომების ორგანიზაციისთან და ძალაუფლებასთან. ბუდიზმის მიღებამ შამანიზმზე დიდი გავლენა მოახდინა, მოხდა მისი გარკვეული შერწყმა ახალ რელიგიასთან, რომელიც დღესაც იგრძნობა. იმპერიის დაშლის შემდეგ მოსახლეობა შამანიზმს დაუბრუნდა. XX საუკუნის კომუნისტური რესპუბლიკის დროს ხდებოდა ხალხური რდლიგიის სასტიკი რეპრესირება, მაგრამ კომუნიზმის დაცემის შემდეგ იგი გარკვეულწილად აღორძინდა. 2020 წლის აღწერის თანახმად, მონღოლეთის მოსახლეობის 2.5%, ანუ 82.422 ადამიანი იდენტიფიცირდება, როგორც შამანისტი. [3]

მონღოლური შამანიზმი ეფუძვნება სულების და ღმერთების თაყვანისცემას, მათ შორის მთავარი ღმერთის - თენგრტის ("ცა", "ცის ღმერთი" ან "ღმერთი") თაყვანისცემას. მონღოლურ ხალხურ რელიგიაში ჩინგიზ-ყაენი, ითვლება უზენაესი ღმერთის ერთ – ერთ ან მთავარ განასახიერებად. ეს ჩინგიზ-ყაენის მავზოლეუმის გაფორმებაშიც ჩანს, რომელიც მონღოლური შამანიზმის მნიშვნელოვანი ცენტრია.

"ყვითელი შამანიზმის" ტერმინი გამოიყენება შამანიზმის ასაღწერად, რომელიც ტიბერურ ბუდიზმთან არის შერწყმული. ეს დაკავშირებულია ტიბეტური ბუდიზმის გელუგის სკოლის ბერების ქუდების ფერთან. შამანიზმის ბუდიზმის ცალკე განვითარებულ ტრადიციას ხანდახან "შავ შამანიზმს" უწოდებენ.

აბრაამული რელიგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონღოლეთში ქრისტიანობა 42 859 ადამიანის რელიგიაა (2020 წლის აღწერის მონაცემებით), რაც მოსახლეობის 1.3% -ს შეესაბამება. მონღოლეთში პროტესტანტები, კათოლიკეები, მართლმადიდებელი ქრისტიანები და მორმონები ცხოვრობენ.

2020 წლის აღწერის მონაცემებით ისლამი მონღოლეთში 105 500 ადამიანის რელიგიაა, რაც მოსახლეობის 3.2% -ს შეესაბამება. ის ძირითადად ყაზახური ეთნიკური უმცირესობის რელიგიაა, რომელიც მრავლადაა ბაიან-ალგიის და ხოვდის პროვინციის რაიონებში, დასავლეთ მონღოლეთში, თუმცა ყაზახები მთელი მონღოლეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

წყაოოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Man, John (2004). Genghis Khan: Life, Death and Resurrection. London, England: Bantam Press. ISBN 9780553814989
  2. http://web-old.archive.org/web/20201107230731/https://tuv.nso.mn/uploads/users/87/files/Khun_am_toollogo.pdf
  3. http://catalog.ihsn.org/index.php/catalog/4572/download/58223
  4. https://en.wikipedia.org/wiki/Religion_in_Mongolia#CITEREFAbrahms-Kavunenko2012
  5. http://web-old.archive.org/web/20200218233523/https://boris.unibe.ch/96647/1/%5B9783110450934%20-%20Dynamics%20of%20Religion%5D%20Of%20Yellow%20Teaching%20and%20Black%20Faith_%20Entangled%20Knowledge%20Cultures%20and%20the%20Creation%20of%20Religious%20Traditions-1.pdf