რევოლუცია (ტელესერიალი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რევოლუცია
Revolution Title Card.jpg
ჟანრი მოქმედებითი, სათავგადასავლო, დრამა, მეცნიერული ფანტასტიკა
ავტორი ერიკ კრიპკე
მონაწილეობენ ბილი ბერკი
ტრეისი სპირიდაკოსი
ჯანკარლო ესპოზიტო
ზაკ ორსი
დევიდ ლიონსი
ანა ლიზ ფილიპსი
გრეჰემ როჯერსი
ჯ.დ. პარდო
ტიმ გუინი
დანიელა ალონსო
ელიზაბეტ მიჩელი
კომპოზიტორი კრისტოფერ ლერენცი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 1
ეპიზოდი 20
კომპანია
პროდიუსერ(ებ)ი ბრაიან ბერკი
ერიკ კრიპკე
ჯეი ჯეი აბრამსი
ჯონ ფევროლი
ადგილ(ებ)ი ატლანტა
ვილმინგტონი, ჩრდილოეთ კაროლინა
ხანგრძლივობა 43 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი NBC
პირველად ეთერში 17 სექტემბერი, 2012 – დღემდე
ბმულები
ოფიციალური საიტი

„რევოლუცია“ — ამერიკული სათავგადასავლო ტელესერიალი. სერიალი ამერიკულ არხ, NBC-ზე გადიოდა. მისი პრემიერა 2012 წლის 17 სექტემბერს შედგა.[1] 2012 წლის 2 ოქტომბერს NBC-მ დაადასტურა, რომ სერიალის პირველ სეზონში 22 სერია იქნებოდა[2], თუმცა მალე სერიათა რაოდენობა 20-ამდე შემცირდა.

სერიალის გადაღებები ძირითადად ვილიმინგტონში და მის გარშემო მიმდინარეობდა.[3]

2013 წლის 26 აპრილს სერიალი მეორე სეზონისთვის განახლდა, რომელსაც 22 სერია ექნება.[4]

სერიალის მიმოხილვა[რედაქტირება]

სერიალში მოვლენები პოსტ-აპოკალიფსურ მომავალში ვითარდება. 15 წლით ადრე, უცნობმა მოვლენამ მთელს დედამიწაზე გათიშა ელექტროენერგია, რამაც ყველანაირი მოწყობილობის გამორთვა გამოიწვია, კომპიუტერების, მანქანების და ყველა სხვა დანადგარის ჩათვლით. ხალხი იძულებული გახდა შეგუებოდა სამყაროს, ელექტროენერგიის გარეშე. "დაბნელების" შემდეგ მთავრობა დაემხო და ამერიკის ტერიტორიაზე გენერლები და მილიცია გაბატონდა. სერიალის სიუჟეტი მეთესონების ოჯახის გარშემო ვითარდება. ოჯახი ფლობს სპეციალურ ხელსაწყოს(საიდუმლო კულონს), რომელიც არამარტო 15 წლის წინანდელი მოვლენის გასაღებია, არამედ უკუმოვლენის გამოწვევაც შეუძლია. თუმცა მათ უნდა დაამარცხონ სებასტიან მონრო, მონროს მილიციის გენერალი და მონროს რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელსაც ელექტროენერგია თავისთვის სჭირდება, რათა ყოფილი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორია დაიპყროს.[5]

ყველა სერიის შესავალი ასეთია:

ჩვენ ელექტრონულ მსოფლიოში ვცხოვრობდით. მთლიანად მასზე ვიყავით დამოკიდებულნი და შემდეგ ელექტროენერგია გაითიშა. ყველაფერმა შეწყვიტა მუშაობა. მზად არ ვიყავით. შიშმა და უწესრიგობამ პანიკა გამოიწვია. მთავრობა დაემხო. საკვების მარაგი და მოგროვილი იარაღი მილიციას ჩაუვარდა ხელში. ჯერ კიდევ არ ვიცით, რატომ გაითიშა ელექტროენერგია, თუმცა იმედი გვაქვს, რომ გამოჩნდება ვიღაც, ვინც გზას გაგვინათებს.

პირველი სეზონის მე-5 ეპიზოდში ჩანს რუკა, სადაც ნაჩვენებია "დაბნელების" შემდეგ ამერიკის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნაწილები.[6] ასეთი სულ ექვსია: მონროს რესპუბლიკა, ჯორჯიის ფედერაცია, პლეინსის ერი, ტექსასის რესპუბლიკა, კალიფორნიის თანამეგობრობა და უნაყოფო მიწა.[7]

იმავე ეპიზოდში ცნობილი ხდება, რომ ჯორჯიის ფედერაცია და პლეინსის ერი გაერთიანებულნი არიან მონროს რესპუბლიკის წინააღმდეგ.

მონროს რესპუბლიკის დედაქალაქი ფილადელფიაა, რომელიც კარგადაა დაცული, თუმცა მთელს ქვეყანაში შექმნილია აჯანყებულთა ჯგუფები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების აღდგენას ცდილობენ.[5]

გადაღება[რედაქტირება]

სერიალის პრემიერა 2012 წლის 17 სექტემბერს შედგა.[1] პირველმა სამმა ეპიზოდმა საშუალოდ 9.8 მილიონიო ამერიკელი მაყურებელი მოიზიდა. ასეთი დიდი ინტერესის გამო 2012 წლის 2 ოქტომბერს სერიალს კიდევ ცხრა ეპიზოდი დაემატა.[8] 2012 წლის 26 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ათი ეპიზოდი გავიდა სერიალმა შესვენება აიღო.

2012 წლის 25 მარტს სერიალის ჩვენება გაგრძელდა და დაიწყო პირველი სეზონის დარჩენილი ათი ეპიზოდის ჩვენება.[9]

რეიჩელ მეთესონის როლი თავიდან ანდრეა როთს უნდა ეთამაშა, ვიდრე ის ელიზაბეთ მიჩელმა არ ჩაანაცვლა.[10]

რევოლუცია მეორე, სრული 22 სერიანი სეზონისთვის 2013 წლის 26 აპრილს განახლდა.[11]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibel, Sara. (June 14, 2012)NBC Announces Fall 2012 Premiere Dates for 'Grimm', 'Revolution', 'The Voice,' 'Animal Practice' & More. TV by the Numbers. წაკითხვის თარიღი: June 14, 2012.
  2. NBC PICKS UP FULL SEASONS OF THREE ACCLAIMED FRESHMAN SERIES -- ‘REVOLUTION,’ ‘GO ON’ AND ‘THE NEW NORMAL’
  3. Brian Ford Sullivan. NBC at TCA: "Deception" and "Revolution" Get Reduced Orders. The Futon Critic. წაკითხვის თარიღი: 6 January 2013.
  4. Kondolojy, Amanda. (April 26, 2013)'Revolution', 'Chicago Fire', 'Parenthood', 'Law and Order: SVU' and 'Grimm' Renewed by NBC. TV by the Numbers. წაკითხვის თარიღი: April 27, 2013.
  5. 5.0 5.1 Revolution about page. NBC. წაკითხვის თარიღი: August 14, 2012.
  6. http://www.revolution-show.com/wp-content/uploads/2012/09/monroe-republic-revolution-map.jpg
  7. Check out a map of North America 15 years after the blackout. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: October 17, 2012.
  8. Pennington, Gail. (2 October 2012)NBC picks up three new series for full season. St. Louis Post-Dispatch website StlToday.com. წაკითხვის თარიღი: 2 October 2012.
  9. How Will a Four-Month Hiatus Impact ‘Revolution’ – Poll? - Ratings | TVbytheNumbers. Tvbythenumbers.zap2it.com (October 31, 2012). წაკითხვის თარიღი: November 14, 2012.
  10. Goldberg, Lesley. (June 30, 2012)'Revolution's' 'Lost' Reunion: Elizabeth Mitchell Joins J.J. Abrams Drama as Series Regular. The Hollywood Reporter. წაკითხვის თარიღი: June 30, 2012.
  11. Ausiello, Michael. (April 26, 2013)NBC Renews 5 Series, Including Parenthood and Law & Order: SVU; What About Parks and Rec?. TVLine. წაკითხვის თარიღი: April 28, 2013.