რევაზ კაპანაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რევაზ კაპანაძე
დაბ. თარიღი 22 აპრილი, 1924(1924-04-22) (100 წლის)
დაბ. ადგილი ჭიათურა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი და მეცნიერი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

რევაზ კაპანაძე (დ. 22 აპრილი, 1924, ჭიათურა) — ქართველი ექიმი და მეცნიერი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიკო–ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1948–1951 წლებში იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი. 1952–1953 წლებში თბილისის პირველი კლინიკური ტუბერკულოზის საავადმყოფოს პათოლოგანატომიური განყოფილების გამგე. 1953–1957 წლებში მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგანატომიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1957–1960 წლებში უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1960–1968 წლებში განყოფილების გამგე. ავტორია 182 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 16 საკანდიდატო და 6 სადოქტორო დისერტაცია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გულისა და მისი საინერვაციო მექანიზმების სტრუქტურული ცვლილებები უეცარი კარდიოლოგიური სიკვდილის დროს“, დაიცვა 1957 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „მიოკარდიუმის ჰისტოქიმიური ცვლილებები მწვავე დაღლილობისა და აორტის სტენოზის დროს ექსპერიმენტში“, დაიცვა 1966 წელს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1981 — ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1964 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზოგადი პათოლოგიური ანატომია, თბილისი, 2006, გვ. 104
  • სქესის გავლენა ინტაქტური თირკმლის მორფოლოგიურ სურათზე სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდში, თბილისი, კვარი, 1995, გვ. 64

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 140

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]