რევაზ თავარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რევაზ თავარიანი (დ. 22 დეკემბერი, 1922, სურამი — გ. 6 ნოემბერი,1996, თბილისი, საქართველო) — ქართველი საჭადრაკო კომპოზიტორი, მუშაობდა კომპოზიციის ყველა ჟანრში. იყო მრავალი საერთაშირისო კონკურსის პრიზიორი: „პროკეშის მემორიალი“ (1967 წ., I პრიზი), „ვეჩერნი ალმა-ათა“ (1969 წ., I პრიზი), „შახმატნა მისლ“ (1970 წ., I პრიზი), „ვეჩერნი ლენინგრად“ (1976 წ., I პრიზი). იყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1981 წ.), რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი (1973 წ.), საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1978 წ.), 1993 წელს ბრატისლავაში ფიდეს საჭადრაკო კომპოზიციის კომისიამ მას საჭადრაკო კომპოზიციაში საერთაშორისო არბიტრის წოდება მიანიჭა. 1994 წელს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდიუმმა მას საჭადრაკო კომპოზიციაში ეროვნული ოსტატის წოდება მიანიჭა. რევაზ თავარიანმა დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ის ავტორია წიგნისა „ფანტაზია 64 უჯრაზე“, სპორტსაზოგადოება „შევარდენის“ ინსტრუქტორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 46.
  • თავარიანი რევაზ, ფანტაზია 64 უჯრაზე, თბ., 1985.