რბილტანიანასებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რბილტანიანასებრნი
Chauliognathus lugubris.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ხეშეშფრთიანები
ოჯახი: რბილტანიანასებრნი
ლათინური სახელი
Cantharidae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


რბილტანიანასებრნი (ლათ. Cantharidae), ხოჭოების ოჯახი. აქვთ რბილი საფარველები, მათ შორის რბლი ზედა ფრთები. მათი სხეულის სიგრძე ჩვეულებრივ 15 მმ აღწევს. უფრო ხშირად ძაფისებრი ულვაშები აქვთ. მტაცებლები არიან. მატლიც მტაცებელია, ახასიათებს ნაწლავის გარეშე მონელება — ნადავლს ბასრი ყბებით იჭერს, შიგ ფერმენტებს უშვებს და დარბილების შემდეგ შეიწოვს. მოზამთრე მატლები თბილ დღეებში თოვლზე გამოდიან. ოჯახში 3500 სახეობაა, რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული. საქართველოში გვხვდება 52 სახეობა, მათ შორის პურის ხოჭო (რომელიც აზიანებს პურის, ქერისა და შვრიის მარცვლებს) და ციცინათელა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 316, თბ., 1984