რატი წითელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რატი წითელაძე

რეჟისორი, დრამატურგი
დაბადების თარიღი 7 ნოემბერი, 1987 (1987-11-07) (36 წლის)
ბათუმი საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია მსახიობი, რეჟისორი
მეუღლე(ები) ოლგა სლუსარევა

რატი წითელაძე (დ. 7 ნოემბერი, 1987, ბათუმი) ― ქართველი აღმოსავლური ორთაბრძოლების წარმომადგენელი, კინო რეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს, მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კინგბოქსინგში WK1-ის წესებით, ეგვიპტეში.[2] აგრეთვე იყო საერთაშორისო "Budo" სპორტის ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი.[3]

2009 წელს, მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული კიოკუშინ/შინკიუკუშინ კარატის წესებით, ლიტვაში. ამავე წელს, საერთაშორისო პროფესიული სრულ კონტაქტურ ორთაბრძოლათა ლიგამ, რატის ოქროს მედალი გადასცა და უნივერსალურ მებრძოლად დაასახელა. ასევე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, რატის გადასცა სიგელი უნიკალური მიღწევებისათვის.[4]

იყო სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ 2013 წლის სეზონის მონაწილე.

2014 წელს, დააარსა კინოკომპანია ArtWay Film.[5] მას შემდეგ მან გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟია ფილმი, მათ შორის "დედა" რომელის 100-მეტ საერთაშორისო ფესტივალზე 40-ზე მეტ ქვეყანაში იქნა ნაჩვენები. ფილმა მოიპოვა პრიზები, ამერიკის, ინგლისის, მექსიკის, ბანგლადეშის, არგენტინის და მაკედონიის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.[6]

2015 წელს მან მთავარი როლი შეასრულა ქართულ-უკრაინულ სერიალიში ,,პარადოქსი“.[7]

2017 წელს, კანის კინოფესტივალის მიერ რატი იქნა შერჩეული 6 რეჟისორს შორის, ფესტივალის რეზიდენციაში.[8] ამავე წელს, ლოკარნოს კინოფესტივალზე მან სპეციალური აღნიშვნის ჯილდო მოიპოვა.[9]

2018 წელს, მისი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "სოციუმის პატიმარი" 50-მდე საერთაშორისო პრიზი მოიპოვა, მათ შორის არა-ერთი ოსკარის კვალიფიცირებული ფესტივალის გამარჯბეული გახდა და ასევე ევროპული კინო აკადემიის ნომინაცია მოიპოვა.[10] ფილმი იქნა ნაჩვენები 200-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე, მათ შორის ჰონგ კონგის, მელბრუმის, ლიდსის და ლოკარნოს ფესტივალებზე.[11]

ამავე წელს ბერლინალეზე სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტიდ "ცარიელი სახლი" 10 შორის იქნა შერჩეული ბერლინალეს კოპროდუქციის მარკეტზე.[12] და ასევე მოიპოვა საინაუგურაციო ევრიმაჟის პრიზი საუკეთესო ფილმის პროექტისათვის.[13]

2019 წელს, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალიზე, რატიმ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის ოქროს გლობუსის "HFPA Awards Residency Prizes" ჯილდო მოიპოვა.[14]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჟისორი
  • „სოციუმის პატიმარი“[15] დოკუმენტური, 16 წუთი, 2018
  • „დედა“[16] მხატვრული, 14 წუთი, 2015
  • „Წვრილმანები“[17] მხატვრული, 15წუთი, 2014
მსახიობი
  • „ბო“[18] 2022
  • „რეალობაში დაკარგული“ 2015
  • „Წვრილმანები“ 2014

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ,,პარადოქსი“ – ირაკლი – რეჟ. ჯაბა მელქაძე (2015–დღემდე)
  • ,,ცეკვავენ ვარსკვლავები“ - კონკურსანტი (მეორე სეზონი); 10 ტური

პრიზები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედა [19]
  • საუკეთესო ფილმი, Mostra de Curtmetratges per la Identitat, (ესპანეთი), 2016
  • საუკეთესო ფილმი, Faludi International Film Festival, (უნგრეთი), 2016
  • საუკეთესო ფილმი, Tetova International Film Festival, (მოლდოვა), 2016
  • საუკეთესო ფილმი, UABC Autónoma de Baja California, (მექსიკა), 2016
  • საუკეთესო უცხოური ფილმი, CreActive International Festival, (ბანგლადეში), 2016
  • ჟიურის მთავარი პრიზი, Festival Internacional de Cortometrajes Flor Azul, (არგენტინა), 2016
ცარიელი სახლი (სცენარი)
  • შერჩეული იქნა 4 საუკეთესო პროექტს შორის 64-ე International Film Festival Mannheim-Heidelberg [20], (გერმანია), 2015
  • შერჩეული იქნა 8 პროექტს შორის 45-ე Kyiv International Film Festival [21] (უკრაინა), 2015
Წვრილმანები
  • პრიზი „საუკეთესო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის" Flagler Film Festival[22],(აშშ), 2015
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, Accolade Competition[23], (აშშ), 2014
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დრამა, Highway 61 Film Festival ფინალისტი [24], (აშშ), 2014

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელაძე Fighting-Rookies გამარჯვებული K-1 ის წესებით.ჰოლანდია 2010
რატი წითელაძე, ევროპის კარატე ჩემპიონატის გამარჯვებული-ლიტვა. 5 დეკემბერს, 2009
  • 'მსოფლიო ჩემპიონი' [25]
    • 2008 - wk1 კიკბოქსინგი - WASKO (World All Styles Kickboxing ორგანიზაცია) - კაირო, ეგვიპტე
  • 'ევროპის ჩემპიონი'
    • 2009 - კიოკუშინ/შინკიოკუშინ კარატე - ლიტვა
  • 'საერთაშორისო ჩემპიონი'
    • 2010 - K-1, Fighting Rookies - ჰოლანდია, Schermer
    • 2009 - შიდოკანი - საქართველო, თბილისი
    • 2008 - სრული კონტაქტური ბრძოლა, თავისუფალი წონით კატეგორიაში - "ბაქო Golden Fight - 2008" - ბაქო
    • 2007 - კიკბოხინგი, ქარტალ სპორტ კლუბი - აზერბაიჯანი
    • 2003 - კიოკუშინკაი კარატე - საქართველო, სამტრედია
    • 2003 - კიოკუშინკაი კარატე - საქართველო, თბილისი
    • 2002 - კიოკუშინკაი - საქართველო, თელავი
    • 1999 - კიოკუშინ კარატე - საქართველო, თბილისი
  • 'კავკასიის ჩემპიონი'
    • 2008 -კიოკუშინ, თავისუფალ წონით კატეგორიაში. ღია საერთაშორისო ტურნირი კიოკუშინ კარატეში - კავკასიის თასი
    • 2004 - შინკიოკუშინკაი, საერთაშორისო ღია ტურნირი კავკასიის თასი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რატი წითელაძე ახალ ამპლუაში – მსოფლიო ჩემპიონის წარმატებული სარეჟისორო კარიერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-17. ციტირების თარიღი: 2016-12-12.
  2. Rati Tsiteladze – World Champion! (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-02. ციტირების თარიღი: 2016-12-13.
  3. ‘I Owe My Success to My Failure‘ (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-30. ციტირების თარიღი: 2016-12-12.
  4. Rati Tsiteladze – Universal Fighter (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-02. ციტირების თარიღი: 2016-12-13.
  5. GEORGIAN SPORTS STAR TARGETS HOLLYWOOD (ინგლისური)
  6. ქართული ფილმი ერთროულად 2 საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია
  7. „Paradox“. Sarke Studio. 2016.
  8. „Georgian director selected among 6 best directors by Festival De Cannes'. Georgian Journal. 27.02.2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  9. „Director Rati Tsiteladze receives Locarno Festival co-production mention“. Agenda. 14.08.2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  10. „PRISONER OF SOCIETY სოციუმის პატიმარი“. European Film Awards.
  11. „Rati Tsiteladze“. Berlinale Talents.
  12. „’The Empty House’ among 10 projects picked for Berlinale co-production market“. Agenda. 15.01.2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  13. „Transilvania Pitch Stop Looks to Fast-Track Regional Co-Productions“. Variety. 7.25.2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  14. „HFPA Awards Residency Prizes at TIFF“. Golden Globes. 09.16, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-06. ციტირების თარიღი: 2022-11-06. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  15. „Rati Tsiteladze’s latest film ’Prisoner of Society’ earns honours at Finnish festival“. Agenda. 12.03.2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  16. დედა
  17. About short film Little Things (ინგლისური)
  18. „Bo“. Nederlands Film Festival. 2022.
  19. (“Deda” in Georgian) has won the prizes in USA, Mexico, Argentina, Great Britain and other countries.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-15. ციტირების თარიღი: 2016-12-13.
  20. Georgian movie selected among the best 4 feature film projects at International festival in Germany[მკვდარი ბმული]
  21. “ცარიელი სახლი“ კიევში 8 საუკეთესო პროექტს შორის მიიღეს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-01. ციტირების თარიღი: 2016-12-12.
  22. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-15. ციტირების თარიღი: 2016-12-12.
  23. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-13. ციტირების თარიღი: 2016-12-12.
  24. [1]
  25. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-30. ციტირების თარიღი: 2016-12-12.