რაზელმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაზელმი
რაზელმი
რაზელმი
კოორდინატები: 44°49′36″ ჩ. გ. 28°59′05″ ა. გ. / 44.82667° ჩ. გ. 28.98472° ა. გ. / 44.82667; 28.98472
მდებარეობა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ფართობი 415 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 2,8 

რაზელმი მდებარეობა რუმინეთი

Blue pog.svg

რაზელმი (რუმ. Razelm) — ტბების, ლიმანებისა და ლაგუნების ჯგუფი შავი ზღვის სანაპიროზე, რუმინეთში. მდებარეობს დუნაის დელტის სამხრეთით. ფართობით რუმინეთის უდიდესი ტბაა. ჩრდილოეთის ჯგუფის ტბები მტკნარწყლიანია, სამხრეთისა — მლაშე. რაზელმი ზღვიდან გამოყოფილია ქვიშის ცელათი. არხით უკავშირდება მდინარე დუნაის. ტბათა საერთო ფართობია 900 კმ², საკუთრივ რაზელმისა — დაახლოებით 415 კმ². მაქსიმალური სიღრმე 2,8 მ. უკანასკნელი ხმელეთში იჭრება 35 კილომეტრზე. მდინარეული ნაყარის გამო წყალმარჩხია. ტბის რაიონში კლიმატი ზღვიურია, ზომიერად კონტინენტური. განვითარებულია თევზჭერა, იჭერენ ლოქოს, ფარგას, კობრს, წერს და სხვა. ბევრია აგრეთვე წყლის ფრინველი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]