რაზდორსკოე I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რაზდორსკოე I (რუს. Раздорское I) — მრავალფენიანი არქეოლოგიური დასახლება როსტოვის ოლქის უსტ-დონეცკის რაიონის სოფელ რაზდორსკაიის ტერიტორიაზე.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსტოველმა მხარეთმცოდნეებმა ძველი დასახლება ჯერ კიდევ XX საუკუნის 50-იან წლებში აღმოაჩინეს. არქეოლოგიურმა ჯგუფმა ტ. ბელანოვსკის ხელმძღვანელობით, მოახდინა ტერიტორიის შურფირება და 1959 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს შუა ბრინჯაოს ხანის დასაკრძალი მოედანი[1].

ხანგრძლივი ძიების შემდეგ 1981 წლის გაზაფხულზე მდინარე დონის მარჯვენა სანაპიროზე აღმოაჩინეს კულტურული ფენების ერთობლიობა. ამავე წელს დაიწყო დასახლების საგულდაგულო გამოკვლევა როსტოვის უნივერსიტეტის ექსპედიციის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვ. კიაშკო.

დასახლება ჩამოყალიბდა პატარა ხევის შესართავთან, მოგვიანებით აღნიშნული დასახლება მდინარე დონის გასწვრივ გაიზარდა, მაგრამ თავდაპირველად ჩამოყალიბებულ ცენტრში ხალხი ყოველთვის ცხოვრობდა, ამიტომ დასახლება სავსე იყო კულტურული ფენებით.

რაზდორსკოე I-ის (იგივე კრასნი-იარი) კულტურული ფენების სისქე 5,5-6 მეტრი იყო. კარგად ჩანს შემდეგი ფენები: ნეოლითური ფენა (ე. წ. ნიჟაროვანი კულტურა), ენეოლითის ფენა (ე. წ. მარიუპოლის კულტურა); განვითარებული ენეოლითის ფენა, გვიანდელი ენეოლითის ფენა (ე. წ. კონსტანტინოვსკის კულტურა); ადრე ბრინჯაოს ხანის ფენა (ე. წ. რეპინის ტიპის); შუა ბრინჯაოს ხანის (ე. წ. კატაკომბური ტიპის); გვიანი ბრინჯაოს ხანის; ადრე რკინის ხანის (ძვ. წ. IV-III სს.), სალტოვო-მაიაცკის კულტურა; კაზაკური (XVIII-XX სს.).

არქეოლოგიური დასახლებები რაკუშეჩნი-იარი და კრასნი-იარი ნეოლითის პერიოდში მშვიდობიანად თანაარსებობდნენ, ხოლო ადრეულ ბრინჯაოს ხანაში კი სხვადასხვა ფაქტორები გამო ძირითადი დასახლება გახდა რაზდორსკოე I, ხოლო კუნძულების დასახლება დაეცა[2].

2005 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მატერიალური კულტურის ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა გ. პოპლეევკო, რუსეთის ფუნდამენტალური კვლევების ფონდის გრანტით „დონის არქეოლოგიური საზოგადოების“ და ეთნო-არქეოლოგიური კომპლექსის „დაკარგული მსოფლიოს“ და ასევე მათი თანამშრომლების ა. ციბრიემისა და ვ. ციბრიემის მონაწილეობით დაიწყეს რაზდორსკოე I-ის გათხრები. გამოიკვლიეს 48 მ² ფართობი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს სხვადასხვა არექოლოგიური ნივთები ნეოლითისა და ენეოლითის ეპოქიდან. მოპოვებული ნივთები ინახება როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Кияшко В. Я. «Многослойное поселение Раздорское I на Нижнем Дону», М., Наука, 1987 г., стр. 73.
  2. Раздорское I. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-14. ციტირების თარიღი: 2017-10-15.
  3. Полевые исследования экспериментально-трасологической Лаборатории в 2015 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-05. ციტირების თარიღი: 2017-10-15.