რაელი (პერსონაჟი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რაელი არის პერსონაჟი ჯენესისის 1974 წლის კონცეპტუალური ალბომიდან The Lamb Lies Down on Broadway. იგი წარმოდგენილია პუერტო რიკოელი გრაფიტის ხატვის მოყვარული პანკ იდეოლოგიის მატარებელი დაახლოებითი 20 წლის ახალგაზრდა ადამიანის სახით. მისი ისტორია იწყება ტაიმს სკვერზე, ნიუ-იორკში. ალბომის მსვლელობისას, რაელი მოგზაურობს პარალელურ სამყაროში, ხვდება სიკვდილს, უყვარდება ქალები, ეზიარება სხვადასხვა სექსუალურ ვნებას, გადის კასტრაციის რთულ პროცესს, ბოლოს კი გმირობას ჩაიდენს.