ჟორჟ შარლ დანტესი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ჟორჟ შარლ დანტესი |
||
|---|---|---|
| სახელი დაბადებისას | ჟორჟ შარლ დე ჰექკერნი დ'ანტესი | |
| დაბადების თარიღი | 5 თებერვალი, 1812 | |
| დაბადების ადგილი | კოლმარი, ზემო რაინი, საფრანგეთი | |
| მოღვაწეობა | ოფიცერი, პოლიტიკოსი, ფრნაგი სენატორი | |
| გარდაცვალების თარიღი | 2 ნოემბერი, 1895 (83 წლის) | |
| გარდაცვალების ადგილი | ზულც-ობერელსასი, ელზას-ლოტარინგია, გერმანიის იმპერია | |
| ეროვნება | ფრანგი | |
| მამა | ბარონი ჟოზეფ კონრად დ'ანტესი | |
| დედა | გრაფინია ანა მარია-ლუიზა დე ჰატლფელდი | |
| მეუღლე | ეკატერინა გონჩაროვა | |
ჟორჟ შარლ დანტესი (უფრო სწორად — დ’ანტესი), გაშვილების შემდეგ ატარებდა გვარს ჰექკერნი (ფრანგ. Georges Charles de Heeckeren d'Anthès, რუსულ საბუთებში — გეორგ [1] კარლ დე ჰექკერნი (რუს. Георг Карл Де-Геккерен); 5 თებერვალი 1812, კოლმარი — 2 ნოემბერი 1895, სულცი) — ფრანგი მონარქისტი, ოფიცერ-კავალერგარდი, კათოლიკე[2]. 1830-იან წლებში ცხოვრობდა რუსეთის იმპერიაში, შემდეგ იყო საფრანგეთის სენატორი. ცნობილია, როგორც ალექსანდრე პუშკინის ბოლო დუელის ოპონენტი და მკვლელი.