ჟალა პირიიევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟალა პირიიევა

ჟალა პირიიევა (აზერ. Jalə Azad qızı Piriyeva; დ. 10 მაისი, 2000, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი რიტმული ტანმოვარჯიშე. ის არის 2016 წლის აზერბაიჯანის ეროვნული ჩემპიონი და სამგზის (2013-2015) უმცროსი აზერბაიჯანის ეროვნული ჩემპიონი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟალა პირიიევამ თანვარჯიშში ვარჯიში 4 წლის ასაკში დაიწყო. იგი საერთაშორისო კონკურსებში 2012 წელს გამოჩნდა; ამ პერიოდში მან უნგრეთის საერთაშორისო ტურნირში ოქროს მედალი მოიპოვა. 2013 წელს პირიივამ ესტონეთში, ვალენტინობის თასზე, 3 ოქროს მედალი მოიპოვა (ჰოოპში, ბურთსა და კლუბებში). იგი 2013 წლის მოსკოვის გრანდ პრიქსში ახალგაზრდულ დივიზიონში ასპარეზობდა; ტურნირში მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი აგრეთვე ასპარეზობდა 2013 წლის თასის სერიებში.

2014 წლის სეზონი პირიიევამ ტარტუში ჩატარებული გრანდ პრიქსით დაიწყო; ნახსენებ ტურნირზე მან „ჰოოპ“-ში ოქროს მედალი მოიპოვა.[1] იგი აზერბაიჯანის გუნდთან ერთად ასპარეზობდა 2014 წლის მსოფლიო თასის სერიაში: დებრეცენში მან გუნდთან ერთად ვერცხლი, ხოლო ლისაბონში 2 ოქრო მოიპოვა; აგრეთვე მინსკში ლენტით ტანვარჯიშში მე-5 ადგილი დაიკავა. ამავე წლის 10-16 ივნისში, პირიიევამ 2014 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 17-19 ოქტომბერს პირიიევა ტოკიოში, „2014 წლის Aeon თასის“ ტურნიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. იგი ამ შეჯიბრებაში ოსაკის კლუბის სახელით გამოდიოდა (მასთან ერთად იყვნენ მარინა დურუნდა და გულსამ შაფიზადა). საბოლოოდ მან ტურნირი მე-5 ადგილით დაასრულა.

2015 წლის 3 აპრილს, პირიიევამ ირინა დელანუუს საერთაშორისო ტურნირზე უმცროსი დივიზიონში ვერცხლის მედალი მოიპოვა (მის წინ რუსი დარია პრიდანიკოვა იყო). ამავე წლის 2-4 ოქტომბერს პირიიევა კვლავ გაემგზარა ტორიოში „აეონის თასზე“ მონაწილეობის მისაღებად. იგი კვლავ ოსაქის სპორტული კლუბის გუნდის წარმომადგენელი იყო (მარინა დურუნდასა და აიშან ბაიარამოვასთან ერთად). მან ამჯერად ახალგაზრდულ ჯგუფში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო გუნდი მე-5 ადგილზე გავიდა.

პროფესიონალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის სეზონში, ჟალა პირიიევას პოფესიონალური კარიერის დებიუტი 2016 წლის ტარტუს ვალენტინობის თასზე შედგა.[2] დებიუტის შემდეგ, იგი 2016 წლის მოსკოვის გრანდ პრიქსზე ასპარეზობდა; ამ კონკურსში მან 30-ე ადგილი დაიკავა (საერთაშორისოდ).[3] 26-28 თებერვალის პერიოდში იგი ასპარეზობდა 2016 წლის Espoo-ს მსოფლი თასში; ტურნირი 32-ე ადგილზე დაასრულა. მისი შემდეგი ასპარეზობა 17-20 მარტს, ლისბოას მსოფლიო თასზე შედგა და მან შეჯიბრება მე-19 ადგილით დაასრულა. 1-3 აპრილს მონაწილეობდა 2016 წლის პესაროს მსოფლიო თასში (მან 35-ე ადგილი დაიკავა). ამავე წლის შემდეგ პერიოდში, ჟალა პირიიევამ 2016 წლის აზერბაიჯანის ეროვნულ ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა; აღსანიშნავია, რომ ამავე ტურნირში აზერბაიჯანის სამგზის ჩემპიონი, მარინა დურუნდა მონაწილეობდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Twelve medals from Tartu. Baku2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-17. ციტირების თარიღი: 2019-10-12.
  2. Anna Rizatdinova dominated "Miss Valentine 2016" (14 February 2016).
  3. Rhythmic Gymnastics Grand Prix starts into Olympic Season. Gymmedia (21 February 2016)..