პროტოპტერუსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პროტოპტერუსი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Protopterus | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
პროტოპტერუსი (Protopterus) — თევზების გვარი ორგვარადმსუნთქავთა ქვეკლასისა. გვარში 4 (ზოგი მონაცემებით 3) სახეობაა, მათ შორის ტანად ყველაზე დიდია (2-მდე) დიდი პროტოპტერუსი, ანუ მამბა (Protopterus aethiopicus) და მურა პროტოპტერუსი (Protopterusannectens). ბინადრობენ ტროფიკულ აფრიკის მტკნარ წყალში. მათი სხეული დაფარულია წვრილი ქერცლით, აქვთ ზონარისებრი ფარფლები. იკვებებიან თევზითა და დიდტანიანი უხერხემლოებით. წყალსატევის ამოშრობისას ეფლობიან გრუნტში და ირინდებიან. ამ დროს სუნთქავენ ატმოსფერული ჰაერით და 5-9 თვეს უწყლოდ ძლებენ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 212, თბ., 1984 წელი.