პოსტოინსკა-იამა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოსტოინსკა-იამა
ფოტო
პოსტოინსკა-იამა
მდებარეობა

სლოვენიის დროშა სლოვენია

აბსოლუტური სიმაღლე

554

სიგრძე

20 570

სიღრმე

115

ტიპი

კარსტული

ამგებელი ქანები

კირქვები

პოსტოინსკა-იამა (სლოვენ. Postojnska jama; გერმ. Adelsberger Grotte; იგივეა რაც პოსტოინის მღვიმე, ადელსბერგის მღვიმე) — კარსტული მღვიმე სლოვენიაში. მდებარეობს დინარის კარსტში, ქალაქ პოსტოინის სიახლოვეს. წარმოადგენს დარბაზებისა და დერეფნების რთულ სისტემას, რომელთა საერთო სიგრძეა 20,570 მ; სიღრმე 115 მ. შესასვლელი ზღვის დონიდან 554 მ სიმაღლეზეა. კეთილმოწყობილია. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ობიექტია. არის განათება; გაყვანილია რკინიგზა. განთქმულია ეხების, სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების სილამაზით. მღვიმეში 800 მ სიგრძეზე გაედინება მდინარე პივკა. პოსტოინსკა-იამა პირველად აღწერა ისტორიკოსმა ივან ვარკჰარდ ვალვასორმა XVII საუკუნეში. დეტალურად გამოიკვლია და ახალი ადგილები აღმოაჩინა ლუკა ჩეხმა 1818 წელს. 1884 წელს გაკეთდა ელექტროგანათება. 1872 წელს გაიყვანეს მსოფლიოში პირველი მღვიმის რკინიგზა. მთელი წლის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა აქ დაახლოებით 10°С-ის ტოლია. ცნობილია 1213 წლიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]