პორფირიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პორფირიონი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
ოჯახი:  ლაინასებრნი
სახეობა:  პორფირიონი
ლათინური სახელი
Porphyrio porphyrio
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22692792

პორფირიონი, ხონთქრის ქათამი (ლათ. Porphyrio porphyrio) — ლაინასებრთა ოჯახის ფრინველი. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, სამხრეთ აზიაში, აფრიკაში, ავსტრალიასა და დასავლეთ პოლინეზიაში, აღმოსავლეთ დაღესტანსა და აზერბაიჯანში, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქმენეთში. წინათ საქართველოში გვხვდებოდა ჯანდარისა და კუმისის ტბებზე. პორფირიონი ბინადრობს ზღვებისა და მტკნარი წყალსატევების პირას, ხშირ ლერწამ-ლელქაშში, ბუდეს იკეთებს მიწაზე. მისი სხეულის სიგრძე 45 სმ აღწევს. ცხოვრობენ წყვილებად, აპრილში დედალი დებს 5-7 (ჩვეულებრივ 3-5) კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი 22-25 დღე-ღამეს. იკვებება მცენარეული საკვებით, უმნიშვნელო რაოდენობით მწერებით. მეტად იშვიათად ჭამს ბაყაყს, ფრინველის მართვეს. შეტანილია „წითელ წიგნში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]