პორტალი:კულტურა/ბიოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კერი ბრედშოუ (ინგლ. Carrie Bradshaw) — გამოგონილი გმირი, მთხრობელი ტელეარხ HBO-ს სიტკომ/დრამაში „სექსი დიდ ქალაქში“, რომელსაც მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი თამაშობს. ბრედშოუ ნახევრად ავტობიოგრაფიული პერსონაჟია, რომელიც რომანში „სექსი დიდ ქალაქში“ მწერალ კენდეს ბაშნელმა შექმნა. რომანს საფუძვლად გაზეთ „ნიუ-იორკ ობზერვერში“ თავად მწერლის მიერ გამოქვეყნებული სვეტები დაედო.

HBO-ს სერიალში, ბრედშოუ გამოგონილი ნიუ-იორკული გაზეთის — „ნიუ-იორკ სტარის“ მესვეტეა. ამას გარდა, უყვარს გართობა და მისდევს მოდას. მოგვიანებით იგი ჟურნალ „ვოგის“ შტატგარეშე ავტორი ხდება. სწორედ მისი ყოველკვირეული სვეტიდან — „სექსი დიდ ქალაქში“ მომდინარეობს სერიალის სათაური, სიუჟეტური ხაზი და თხრობა სერიალის თითოეულ ეპიზოდში.

2005 წელს, ბრავოს „სატელევიზიო პერსონაჟების 100-ეულში“ კერი ბრედშოუ პოპულარობით ნომერ 11-ე გმირად დასახელდა.[1](სრულად ნახვა...)

  1. Bravo > 100 Greatest TV Characters