სხივური თერაპია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სხივური თერაპიარადიოლოგიის ნაწილი, რომელსაც იყენებენ ავთვისებიანი სიმსივნისა და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, აერთიანებს რენტგენოთერაპიას და გამა-თერაპიას. კონტაქტური გამა-თერაპია ითვალისწინებს დახურული რადიოაქტიური პრეპარატების ( რადიუმ-226, კობალტ-60 ) სპეციალური დანადგარით ან ხელით დისტანციური ინსტრუმენტების საშუალებით შეყვანას ორგანიზმის ღრუებში. გარდა ამისა ხდება დასალევად ღია რადიოაქტიური იზოტოპების გამოყენება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]