პოლონეთის სამეფო (1916-1918)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლონეთის სამეფო
პოლ. Królestwo Polskie
გერმ. Königreich Polen

მარიონეტული ქვეყანა გერმანიის იმპერისში

Merchant ensign of Vistula ships of Congress Poland.svg
19161918 Poland flag 300.png
Poland flag 300.png Godło Królestwa Polskiego (1916-1918).svg
დროშა გერბი
OkupacjaKP1914-18.PNG
პირველი მსოფლიო ომის დროს პოლონეთის სამეფოს ოკუპაცია
დედაქალაქი ვარშავა
ენა პოლონური და გერმანული
რელიგია რომის კათოლიკური ეკლესია
ფულის ერთეული პოლონური მარკა
საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი პარლამენტი
ფართობი 106.000 კმ²
მმართველობის ფორმა მონარქია
სარეგენტო საბჭო
 -  კარდინალი ალექსანდრ კაკოვსკი
 -  თავადი ზძისლავ ლუბომირსკი
 - {{{მმართველი3 წელი}}} იუზეფ ოსტროვსკი
ისტორია
 - პრემიერ-მინისტრები იან კუჟახევსკი 1917-1918
 - 1918 ანტონი პონიკოვსკი
 - 1918 იან კანტი სტეჟკოვსკი
 - 1918 ვლადისლავ ვრობლევსკი

პოლონეთის სამეფო ან არაოფიციალურად პოლონეთის სარეგენტო სამეფო (პოლ. Regencyjne Królestwo Polskie, გერმ. Regentschaftskönigreich Polen) — მარიონეტული სახელმწიფო, დაარსებული 1916 წლის 5 ნოემბრის აქტის საფუძველზე და ცნობილ იქნა გერმანიისა და ავსტრო-უნგრეთის იმპერიების მიერ. შეიქმნა ყოფილი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებული პოლონეთის სამეფოს ფარგლებში (მაგრამ განუსაზღვრელი საზღვრებით) და არსებობდა როგორც გერმანიის სახელმწიფო-სატელიტი. პოლონეთის სახელმწიფოებრიობის იდეა ვერასდროს ვერ პოულობდა მხარდაჭერას გერმანიაში და ფაქტობრივად მიზანმიმართული იყო პოლონური ძალების საომარ მოქმედებებში ჩართვისაკენ[1]. პოლონეთის სამეფო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არ არსებობდა მაგრამ, ის გახდა მომავალი დამოუკიდებელი პოლონური სახელმწიფოს ბირთვი, რომელიც ცნობილია როგორც მეორე რესპუბლიკა

10 პოლონური მარკის ბანკნოტა, 1917

სამეფოს შექმნა[რედაქტირება]

ორივე იმპერატორის დეკლარაციამ სარეგენტო საბჭოს შექმნის შესახებ (პოლ. Rada Regencyjna), შეზღუდა გერმანიის ძალაუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ნება დართეს არჩეულიყო ახალი მონარქი. იმ პირებს შორის ვისაც ყველაზე მეტი შანსი ჰქონდათ გამხდარიყვნენ პოლონეთის მეფე, იყო ავსტრიელი - კარლ სტეფან ჰაბსბურგი (Karol Stephan), რომლის ორივე ქალიშვილი გათხოვილნი იყვნენ პოლონელ არისტოკრატებზე: თავადი ოლგერდ ჩარტორიისკი და იერონიმ რაძივილი. ერცჰეროგი მზად იყო მიეღო გვირგვინი, მაგრამ როგორც ავსტრიის საიმპერატორო სახლის წევრს მას სჭირდებოდა ნებართვა საიმპერატორო სახლის თავისგან - იმპერატორ კარლოს I-ისაგან, რომელსაც თვითონ სურდა პოლონეთის გვირგვინის მიღება.

პოლონური ენის გამოყენება განათლების და პოლიტიკურ დაწესებულებებში (აკრძალული რუსეთის მიერ 1830 წლის პოლონური და 1863 წლების აჯანყების შემდეგ) აღდგენილ იქნა სამეფოს მთელ ტერიტორიაზე. ცენტრალური ქვეყნები თანახმა იყვნენ შექმნილიყო პოლონური არმია (გერმ. Polnische Wehrmacht), რომელიც შექმნილი იყო ომში გერმანიაზე დასახმარებლად, მაგრამ მობილიზაცია რომელსაც ატარებდა პოლკოვნიკი ვლადისლავ სიკორსკი, ვერ ნახა მხარდაჭერა პოლონელებს შორის და ძალიან უმნიშვნელო შედეგებით დამთავრდა: სარეგენტოს დასრულების დროს სამეფოს ყავდა 5000 ჯარისკაცი. სამეფოს გააჩნდა საკუთარი ფულის ერთეული, პოლონური მარკა, და კონსტიტუცია, რომელიც მიღებულ იქნა 1917 წლის 12 სექტემბერს (მონარქია, ორპალატიანი პარლამენტი, აპოლიტიკური მინისტრები).

გერმანული პოლიტიკის მიზნები[რედაქტირება]

გერმანიის პოლიტიკის მიზანი იყო პოლონეთის სიმდიდრის ექსპლუატაცია მისი შემდგომი გერმანიზაციით. განზრახული იყო შეემცირებინათ პოლონური მოსახლეობა შიმშილითა და მძიმე შრომით, შემდგომში პოლონეთიდან გერმანული პროვინციის შექმნით. გერმანული ოკუპაციის დროს პოლონელები ექვემდებარებოდნენ იძულებით შრომას და საკვებისა და ქონების კონფისკაციას.

თუმცა შექმნისთანავე პოლონეთის სამეფო ავსტრიასთან უნდა შესულიყო უნიაში, ავსტრო-უნგრეთი თვითონ სულ უფრო დამოკიდებული ხდებოდა გერმანიისაგან რამაც ხაზი გადაუსვა ამ გეგმებს[2]. გერმანია პოლონეთის ეკონომიკაზე, ნედლეულზე და პოლონეთის სამეფოს არმიაზე მთლიანად აწარმოებდა კონტროლს. ამ პოლონეთის «ავტონომიის» საზღვრები უნდა შეცვლილიყო გერმანიის სასარგებლოდ. გერმანელი თანამდებობის პირები მოითხოვდნენ ეგრეთ წოდებულ «პოლონეთის სასაზღვრო ზოლს», რომელიც გამოიწვევდა პოლონეთის ტერიტორიის დიდი ნაწილის ანექსიას. 1916 წლის ბოლოს გერმანია აპირებდა პოლონური ტერიტორიების თითქმის 30,000 კვადრატულ კილომეტრის ანექსიას. ამ მიწებზე უნდა დაესახლებინათ ეთნიკური გერმანელები, ხოლო პოლონელები უნდა გადაესახლებინათ. ასეთ გეგმებს თავაზობდნენ პოლონეთის გერმანული უმცირესობა, რომლებიც ცხოვრობდნენ ლოძის რაიონში. ისინი აპროტესტებდნენ 5 ნოემბრის აქტს და მოითხოვდნენ გერმანიის მთავრობისაგან პოლონეთის დასავლეთის ანექსიას.

დროებითი სახელმწიფო საბჭო[რედაქტირება]

დროებითი საბჭოს პირველი სხდომა - 1917 წლის 14 იანვარი

დროებითი სახელმწიფო საბჭო შეიქმნა 1916 წლის 6 დეკემბერს, საოკუპაციო ხელისუფლების მიერ, შეიქმნა როგორც საკონსულტაციო ორგანო კანონმდებლობისა და სახელმწიფო დაწესებულებების შექმნის მხრივ. საბჭომ მუშაობა დაავალა ალბერტ ნიემოჟოვსკის, დანიშნა გვირგვინის მარშალად. დროებითი საბჭოს წევრი გადადგა 1917 წლის 25 აგვისტოს, ფიცის კრიზისის გამო. 1917 წლის 28 აგვისტოს დროებითი სახ.საბჭოს დროებითი კომიტეტი, რომელიც შედგებოდა ძოზეფ მიკულოვსკისაგან (პომერანიე), სტანისლავ ბუკოვიეცკისაგან და კაზიმეჟ ნატანსონისაგან აგრძელებდნენ მუშაობას საოკუპაციო ძალებისაგან სასამართლო ხელისუფლების - 1917 წ. 1 სექტემბერი გადმოღებაზე - და განათლების გადმოღებაზე - 1917 წ. ოქტომბერი. დროებითი სახ. საბჭოს სხვა მიღწევები იყო ჯანდაცვის ორგანიზაცია, პოლონურის გამოყენება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში და განათლების სისტემაში.

პოლონეთის სამეფოს რეგენტები[რედაქტირება]

პოლონეთის სამეფოს რეგენტები, მარცხნიდან: ი. ოსტროვსკი, ა. კაკოვსკი, თავადი ლუბომირსკი პოლონური არმიის ოფიცრებთან

ფორმალურად მონარქის არჩევამდე პოლონეთის სამეფოს მართავდა სარეგენტო საბჭო, რომელიც შედგებოდა სამი წევრისაგან:

  • ალექსანდრ კაკოვსკი, ვარშავის არქიეპისკოპოსი
  • თავადი ზძისლავ ლუბომირსკი, მიწათმფლობელი, ვარშავის მერი 1915 წლიდან
  • იუზეფ ოსტროვსკი, მიწათმფლობელი, რუსეთის სახელმწიფო დუმაში პოლეთის წარმომადგენლობის ყოფილი თავი.

სარეგენტო საბჭო ფაქტობრივად არაფერს არ მართავდა და არ ჰქონდა საშუალება აერჩია მონარქი; რეალური ძალაუფლება პოლონეთში ეკუთვნოდა გერმანიის გენერალ-გუბერნტორს განს (ჰანს) ჰარტვიგ ფონ ბეზელერს. 1918 წლის 11 ნოემბერს, გერმანიის კაპიტულაციის დღეს პირველ მსოფლიო იმში სარეგენტო საბჭომ მთელი ხელისუფლება გადასცა იუზეფ პილსუდსკის და სამი დღეს შემდეგ გამოცხადდა დაშლილად.

სქოლიო[რედაქტირება]