პიტის კუნძული
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მშობ. სახელი: Pitt Island | |
|---|---|
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 62 კმ² |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 38 |
პიტი — მეორე უდიდსი კუნძული ჩატემის არქიპელაგის შემადგენლობაში, რომელიც ახალ ზელანდიას ეკუთვნის.
კუნძულის ფართობი 62 კმ²-ია. მდებარეობს ახალი ზელანდიის მთავარი კუნძულიდან 800 კმ-ით აღმოსავლეთით, ჩატემის კუნძულიდან 20 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, რომლისგანაც პიტის სრუტითაა გამოყოფილი. კუნძული საკმაოდ გორაკ-ბორცვიანია, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 241 მეტრზეა აღმართული. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 38 ადამიანს შეადგენს.
პიტის კუნძული პირველი დასახლებული ადგილია დედამიწაზე, სადაც პირველად დგება ახალი წელი.[1]
ევროპელებმა კუნძული 1791 წელს აღმოაჩინეს.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- Moriori Education Resources Online
- Official Moriori Website With Information on Pitt Island Moriori
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ First Sunrise of the New Millennium. Astronomical Applications Department, U.S. Naval Observatory.