პირიმზითის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პირიმზითის სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიჯეთში, ადგილ პირიმზითში. განეკუთვნება Vl-Vll საუკუნეებს. 1950 წელს მცირე გათხრები ჩაატარა ისტორიის ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უჯარმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ნ. ბერძენიშვილი). სამაროვანი დაზიანებულია. გათხრილია ერთი ქვისსამარხი, დამხობილი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. არეულ ძვლებში დადასტურდა ერთი ადამიანის ჩონჩხი, თავით დასავლეთისკენ, აღმოჩნდა ბრინჯაოს აბზინდები, საყურეები, ბეჭედი, რკინის მშვილდსაკინძი, სამაჯური, დანა, იასპის ბეჭედი, მინის მძივები და სხვა. არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]