პიკუ-დე-სან-ტომე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიკუ-დე-სან-ტომე
კოორდინატები: 0°16′ ჩ. გ. 6°32′ ა. გ. / 0.267° ჩ. გ. 6.533° ა. გ. / 0.267; 6.533
ქვეყანა სან-ტომე და პრინსიპის დროშა სან-ტომე და პრინსიპი
სიმაღლე 2024 
პიკუ-დე-სან-ტომე — სან-ტომე და პრინსიპი
პიკუ-დე-სან-ტომე

პიკუ-დე-სან-ტომე (პორტ. Pico de São Tomé) — სან-ტომე და პრინსიპის სახელმწიფოს კუნძულ სან-ტომეს ყველაზე უფრო მაღალი მთა. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 2024 მეტრ სიმაღლეზე.[1] მთა იმყოფება კუნძულის ცენტრიდან დასავლეთით და წარმოადგენს ტყით დაფარულ ჩამქრალ ვულკანს. მის მწვერვალზე ასვლა მხოლოდ ფეხით შეიძლება. შედის სან-ტომეს პროვინციის ლემბას ოლქში.

კუნძული სან-ტომე წარმოადგენს მასიურ მოქმედ ფარისებრ ვულკანს, რომელიც ამოწეულია ატლანტის ოკეანის ფსკერიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე. თვითონ ვულკანი რიფტული ზონა კამერუნის ხაზის ნაწილია, რომელიც გადაჭიმულია კამერუნის ვულკანიდან მატერიკისკენ. ლავის უმრავლესობა ზედაპირზე გადმოსულია უკანასკნელი მილიონი წლების განმავლობაში და გაცივების შემდეგ გადაიქცა ბაზალტად. ახალგაზრდა დანალექ ქანებს, რომლებიც საკმაოდ ნაყოფიერია თავისი ვულკანური წარმომავლობის გამო, აქვთ დაახლოებით 100 ათასი წლის ასაკი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]