პეჩერის ამაღლების მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეჩერის ამაღლების მონასტერი
პეჩერის ამაღლების მონასტერი — რუსეთი
პეჩერის ამაღლების მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°19′22″ ჩ. გ. 44°02′59″ ა. გ. / 56.32278° ჩ. გ. 44.04972° ა. გ. / 56.32278; 44.04972
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1328

პეჩერის ამაღლების მონასტერი (რუს. Печерский Вознесенский монастырь) — მამათა მართლმადიდებლური ტაძარი ნიჟნი-ნოვგოროდში. ტაძარი დაარსებულია 1328-1330 წლებში წმინდა დიონისე სუზდალელის მიერ. ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაღლების მონასტერი. XX საუკუნის დასაწყისი.

პეჩერის მამათა ამაღლების მონასტერი დააარსა დიონისე სუზდალელმა 1328 და 1330 წლებს შორის, ნიჟნი-ნოვგოროდის ახლოს, მდინარე ვოლგის ნაპირზე. რამდენიმე წყარო მიუთითებს, რომ მონასტერი დააარსა იური ვსევოლოდის ძემ 1219 წელს. მაგრამ საზოგადოდ აღიარებულია, რომ მონასტრის შემქმნელი არის წმინდა დიონისე, რომელიც რამდენიმე ბერთან ერთად წამოვიდა კიევ-პეჩერის ლავრიდან ნიჟნი-ნოვგოროდში და გამოკვეთა გამოქვაბული ქალაქიდან სამ ვერსში, სადაც დასახლდნენ კიდეც.

დაახლოებით 1335[1] წელს სწორედ ამ ადგილზე დიონისემ დააარსა მონასტერი, უფლის ამაღლების სახელზე.

მონასტერი მკაცრ სამონასტრო პრინციპებზე იყო დამყარებული: ბერებს არ ჰქონდათ პირადი ქონება; ყველა ქონება იყო საერთო; ყველა მუშაობდა საკუთარი საკვებისთვის; იღუმენის კურთხევის გარეშე ვერავინ გაცდებოდა მონასტრის კარებს.

მონასრს ვაარსებიდან ძალიან მალევე იგი გადაიქცა ნიჟნი-ნოვგოროდისა და სუზდალის სამთავროს უმნიშვნელოვანეს სასულიერო და კულტურულ ცენტრად. ამ პერიოდში მონასტრის კედლებში ბერმა ლავრენტიმ შექმნა ლავრენტის მატიანე. წმინდა დიონისეს სულიერ შვილებს შორის ორი ნიჟნი-ნოვგოროდელი შერაცხეს წმინდანად: ექვთიმე სუზდალელი და მაკარი ჟელტოვოდელი. გადმოცემის მიხედვით ისინი დაიბადნენ მეზობელ სახლებში მოედანთან, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდის მენელსაცხებლე დედათა ეკლესიას ესაზღვრებოდა. ისინი პეჩერის მონასტერში სხვადასხვა დროს მივიდნენ და გახდნენ მონასტრის ბერები. მოგვიანებით ისინი გახდნენ ახალი მონასტრების ფუძემდებლები.

პეჩერის მონასტრის სხვა ბერი, ფილოსოფოსი პავლე ვისოკი გახდა დიმიტრი დონელის მომავალი მეუღლის ევდოკია მოსკოველის მასწავლებელი. პეჩერის მონასტერში ცხოვრობდა აბრაამ გალიჩელი, სერგი რადონეჟელის მოსწავლე.

მეწყერი და მონასტრის გადატანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVI საუკუნეში მონასტერმა აყვავების მწვერვალს მიაღწია, მაგრამ 1597 წელს პეჩერის მონასტერმა უდიდესი უბედურება განიცადა: 18 ივნისს, ღამის სამ საათზე, მიწის დიდი ნაწილის მოწყვეტამ მონასტერი გაანადგურა. მეწყერის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა თითქმის მთელი სამონასტრო კომპლექსი განადგურდა. იყო საშიშროება, რომ მონასტრის ზემოთ არსებული მთა ისევ მოწყვეტილიყო. ამის გამო, იავე 1597 წელს მონასტერი გადაიტანეს ვოლგის ზემო დინების მიმართულებით ერთ ვერსზე, ხოლო ძველ ადგილზე შექმნეს ფერისცვალების ეკლესია. ითვლება, რომ ეროვნული გმირის, კუზმა მინინის მამამ შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი ახალი მონასტრის მშენებლობაში.

ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ მონასტრის დანგრევა იყო დიდი უბედურების წინასწარმეტყველება. რაც ასრულდა კიდეც: რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთში დაიწყო არეულობის ხანა.

1640-1650-იან წლებში ნიჟნი-ნოვგოროდელმა არქიტექტორმა ანტიპ კონსტანტინოვმა ააგო სამონასტრო ანსამბლი, მათ შორის ამაღლების ტაძარი, სამრეკლო, მიძინების ტაძარი სატრაპეზო დარბაზით, ექვთიმე სუზდალელის კარის ეკლესია, წინამძღვრის სასახლე და კელიების კორპუსი მაკარის სახელობის ტაძრით. ქვის ღობე და მცირე კარის ეკლესია ააგეს მოგვიანებით 1765 წელს. სხვადასხვა დროს მონასტერს ჰქონდა თავისი საავადმყოფო და სათნოების სახლი.

1924 წელს ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის გადაწყვეტილებით მონასტერი დახურეს. სხვადასხვა დროს მის ტერიტორიაზე განათავსეს საცხოვრებელი კორპუსები, კინოთეატრი, სარესტავრაციო სახელოსნო.

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეჩერის მონასტერი აღადგინეს 1994 წელს. 1999 წლიდან მონასტრის მამასახლისია არქიმანდრიტი ტიხონი (ზეტიოკინი).

პეჩერის მონასტრის წინამძღვრად ითვლება ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიის ეპისკოპოსი. 2003 წლიდან წინამძღვარია მიტროპოლიტი გიორგი.

მონასტრის საძმო 2004 წლისთვის მოითვლიდა 14 ადამიანს. მონასტრის ტერიტორიაზე განთავსებულია ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიის ისტორიის მუზეუმი.

2007 წლის დეკემბერში დააყენეს მიძინების ტაძრის კანკელის კარკასი[2]. 2008 წლის 31 დეკემბერს მიტროპოლიტმა გიორგიმ აკურთხა მიძინების ეკლესია[3].

ნიჟნი-ნოვგოროდის მიწაზე ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში პატრიარქი კირილი არაერთხელ ესტუმრა მონასტერს. პირველი ვიზიტის დროს მონასტერს გადასცა ყაზანის ღვთისმშობლის ხატი[4].

2010 წლის 15 მარტს მიძინების ტაძარში უკანასკნელი 80 წლის განმავლობაში პირველად შედგა ბერად აღკვეცის ცერემონიალი[5]. მამასახლისი ტიხონი აღკვეცეს მცირე სქემაში[5].

2010 წლის 31 დეკემბერს მიტროპოლიტმა გიორგიმ შეასრულა კარის ეკლესიის კურთხევა ექვთიმე სუზდალელის სახელზე. რესტავრაცია მიმდინარეობდა ორი წლის განმავლობაში. ამ პერიოდში ხატმწერებმა ვლადიმირიდან ეკლესია მოხატეს ძველ რუსულ სტილში[6].

არქიტექტურული ნაგებობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაღლების ტაძარი და სამრეკლო
  1. ამაღლების ტაძარი 1630—1632 წწ.
  2. მიძინების ეკლესია 1648 წ.
  3. ექვთიმე სუზდალელის სახელობის კარის ეკლესია 1645 წ.
  4. პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია 1738 წ.

გარდა ამისა მონასტრის ტერიტორიაზე განთავსებულია სხვა, XVII-XVIII საუკუნის ნაგებობები, მათ შორის 2005 წელს აღდგენილი სამთავარეპისკოპოსო სასახლე.

მონასტრის სხვა ღირსშესანიშნაობებიდან ასევე აღსანიშნავია ამაღლების ტაძრის სამრეკლო, რომელზეც 2005 წელს დაკიდეს უნიკალური მექანიკური საათი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Сегодня Православная Церковь чтит память святителя Дионисия Суздальского, основателя Нижегородского Печерского Вознесенского монастыря, Нижегородская епархия, 28 октября 2009 года
  2. Монтаж иконостаса храма Успения Пресвятой Богородицы დაარქივებული 2019-05-28 საიტზე Wayback Machine. , Вознесенский Печерский мужской монастырь, 07.12.07
  3. Архиепископ Георгий совершил освящение Успенской церкви Печерского монастыря (фото), Нижегородская епархия, 31 декабря 2008 года
  4. Святейший Патриарх Кирилл прибыл в Нижний Новгород, Нижегородская епархия, 10 сентября 2009 года
  5. 5.0 5.1 В Успенской церкви Вознесенского Печерского монастыря впервые за 80 лет совершен постриг (фото). Нижегородская и Арзамасская епархия (16 марта 2010 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2010-03-17.
  6. Рукавишников, Андрей. (31 декабря 2010 года) Архиепископ Георгий освятил Евфимиевскую церковь в Вознесенском Печерском монастыре (фото). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2011-01-02.