ლავრენტის მატიანე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლავრენტის მატიანე

ლავრენტის მატიანე — ძველი რუსული მატიანე, 1305 წლის მატიანის ნუსხა, რომელიც 1377 წელს გადაწერა ბერების ჯგუფმა ლავრენტის ხელმძღანელობით. ლავრენტის მატიანის ტექსტში გამოტოვებულია 898-922, 1263-1283 და 1288-1294 წლების ცნობები. ლავრენტის მატიანე წარმოადგენს ძველი რუსული სახელმწიფოსა და ფეოდალური დაქუცმაცებულობის პერიოდის ამსახველ უძვირფასეს ძეგლს. იგი ეყრდნობოდა ვლადიმირის დიდი მთავრის კრებულს ტვერის მატიანის ცნობებითურთ. 1792 წელს ლავრენტის მატიანე შეიძინა ალექსი მუსინ-პუშკინმა და მიართვა ალექსანდრე I-ს, რომელმაც იგი საჯარო ბიბლიოთთეკას გადასცა. მთლიანად გამოიცა 1846 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება]