პეტრე ფავლენიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეტრე მიხეილის ძე ფავლენიშვილი (ფავლენოვი; დ. 29 ივნისი, 1879 — გ. 1921) — ქართველი სამხედრო პირი, იურისტი.

წარმოშობით თავადი გორის მაზრიდან, განათლებით იურისტი. 1914 წლამდე მუშაობდა პეტერბურგის საოლქო სასამართლოში. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ შევიდა გატჩინის სამხედრო სკოლაში, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტროგრადის სამხედრო სასწავლებელში. მსახურობდა კონტრდაზვერვის ოფიცრად ქალაქ ვლადიკავკაზში. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. პოლკოვნიკ ბაგრატიონ-დავითიშვილის მიწვევით სამსახური დაიწყო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროში კონტრდაზვერვის საგამოძიებო ნაწილის უფროსად. ჰქონდა კაპიტნის ჩინი. 1921 წლის იანვარში კონტრდაზვერვის უფროსად მიავლინეს ბათუმში. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ სცადა ემიგრაციაში წასვლა, მაგრამ ვერ მოახერხა. 1921 წლის აპრილში დააპატიმრეს. საქმე განსახილველად გადაეცა XI წითელი არმიის განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილებას. 1921 წლის 15 ივნისს მიესაჯა დახვრეტა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]