პალინდრომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პალინდრომი (ბერძნ. Παλίνδρομος (palíndromos) — უკუღმა მოძრავი), სიტყვა, ფრაზა ან ლექსი, რომელიც წაღმა და უკუღმა ერთნაირად იკითხება. მაგ., ატამი ითესა, ასეთი იმატა (ხალხური). პალინდრომი გავრცელებული იყო აღმოსავლეთ სამყაროში, გვხვდება ძვ. ბერძნულ პოეზიაშიც. ძვ. ქართულში მას „წაღმა-უკუღმა წასაკითხავი ლექსი“ და „შუამბრუებული ლექსი“ ერქვა. გვხვდება ე. წ. აღორძინების ხანის ქართველ პოეტებთან [ იაკობ შემოქმედელი (დუმბაძე), ონანა მდივანი (ქობულაშვილი), ვახტანგ VI და სხვები]. თანამედროვე ქართულ პოეზიაში პალინდრომის ნიმუშია:

  • აი, რა მზის სიზმარია,
  • აირევი, ივერია...
  • აი, დროშა, აშორდია,
  • აერების სიბერეა. (გალაკტიონ ტაბიძე)

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მიქაძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 653, თბ., 1984