პალამედეასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პალამედეასებრნი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Anhimidae | ||
| დაცვის სტატუსი | ||
პალამედეასებრნი (Anhimidae), ფრინველთა ოჯახი ბატისნაირთა რიგისა. ტანად დიდი ფრინველებია, მათი სხეულის სიგრძე 70-90 სმ, ფრთების შლილი 2 მ, მასა 2-4 კგ აღწევს. აქვთ გრძელი ბოლო, ფრთების მოღუნვის ადგილებზე - 2 დეზი, კანქვეშ - მრავალი წვრილი საჰაერო ბუშტუკი. შეიცავს 2 გვარსა (Anhima, Chauna) და 3 სახეობას, რომლებიც გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკაში გვიანასა და ვენესუელიდან არგენტინამდე. ბინადრობენ ჭაობნარში. მონოგამებია. დებენ 2-6 კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი. იკვებებიან მცენარეული საკვებით, ზოგჯერ - ჭიებით, მოლუსკებით, მწერებით,ქვეწარმავლებით. სანადირო ობიექტია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქსე, ტ. 7, გვ. 642, თბ., 1984
სტატიის