პაირი დაიზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხედი პარკზე

პაირი დაიზა (ნიდერლ. Pairi Daiza) — ყველაზე დიდი ზოოპარკი ბელგიაში, რომელიც კერძო საკუთრებაა და მდებარეობს სოფელ ბრიუჟლეტში. მოიცავს 65 ჰექტარზე გაშლილ პარკს, სადაც 5,000-ზე მეტი ცხოველი ბინადრობს.[1] აღსანიშნავია ის, რომ არსებობს ზოოპარკის განსაკუთრებული განაწესი, რაც ითვალისწინებს ადამიანისთვის უსაფრთხო ცხოველის მნახველთა ტერიტორიაზე შეშვებას, სადაც ადამიანებს საშუალება აქვთ ნორმის ფარგლებში (ამ დროს ცხოველებს აკვირდებიან ზოოპარკის ზედამხედველები) მოეფერონ მათ და გამოკვებონ ისინი. პარკს სანახავად წელიწადში საშუალოდ 2 მილიონი ადამიანი სტუმრობს.[2] სახელი „პაირი დაიზა“ აღებულია ძველი სპარსული სიტყვიდან pairi daēza რაც ნიშნავს „სამოთხეს“.

ზოოპარკი გაიხსნა 1994 წლის 11 მაისს[3] და თავიდან ერქვა „პარადისიო“. 2006 წელს ზოოპარკში აშენდა ევროპაში სიდიდით პირველი ჩინური ბაღი,[4] სადაც შეხვდებით ბუდას ტაძარს,[5] ტრადიციულ სახლებს, ჩანჩქერებს, ძვირფას ქვებს, მცენარეებს და ცხოველებს: ყანჩას, წითელ პანდას, მუნჯაკს. ოდნავ მოგვიანებით 2009 წელს აშენდა ინდონეზიური ბაღიც, სახელად „განეშას სამეფო“. ის ოთხ ჰექტარს მოიცავს და ასევე ევროპაში სიდიდით პირველი ინდონეზიური ბაღია.[6][7] აქ შეგიძლიათ მოინახულოთ სახლები ტრადიციულ სტილში, რომლის სიახლოვესაც უამრავი იშვიათი სახეობის მცენარე და ქვა შეგხვდებათ. აღსანიშნავია აგრეთვე ანდალუზიური ბაღი, ზეთისხილისა და ვარდის ბაღებიც.

ზოოპარკის ტერიტორიაზე აგრეთვე განთავსებულია კვების ობიექტები, მაღაზიები სადაც იყიდება ზოოპარკთან დაკავშირებული სუვენირები, იმართება წარმოდგენები ცხოველების მონაწილეობით. რადგან პარკის ტერიტორია დიდია, შესაძლებელია დაილაშქროს პატარა მატარებლით, რომელიც მას ირგვლივ შემოუვლის.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. What is Pairi Daiza. pairidaiza.eu. Pairi Daiza. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-04. ციტირების თარიღი: 19 ივნისი, 2011.
  2. Visite exclusive du chantier Pairi Daiza : dormir avec les ours et les loups Franchimont B., Le Soir, 2019
  3. ბელგიის ზოოპარკების ოფიციალური საიტი
  4. Paradisio became Pairi Daiza. palmvrienden.net. Jungle Garden. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-09. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2011.
  5. ჩინური ბაღი, pairidaiza.eu, წაკითხვის თარიღი 26 აგვისტო, 2019
  6. The largest Chinese garden of Europe. pairidaiza.eu. Pairi Daiza. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-20. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2011.
  7. Pairi Daiza & "Le Pass": Two Must-See Attractions. belgium-tourism.net. Belgian Tourist Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-29. ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2011.