კაკადუ
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კაკადუ | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| kakatoeinae | ||
| დაცვის სტატუსი | ||
კაკადუ (გერმ. Kakadu < მალაიური kakatusa) (kakatoeinae), ფრინველების ქვეოჯახი თუთიყუშისნაირთა რიგისა. ტანად საშუალო და დიდი (სხეულის სიგრძე 60-95 სმ) ფრინველებია. დამახასიათებელი ნიშანია თავზე ქოჩორი. გავრცელებულია ავსტრალიაში, ახალ გვინეაზე, აღმოსავლეთ ინდონეზიაში, ფილიპინის კუნძულებზე. ცნობილია კაკადუს 5 გვარის 17 სახეობა. ბინადრობს ტყეში, მინდვრის ახლოს. იკვებება მცენარის ნაყოფით, თესლით და სხვა. ტიპობრივი გალიის ფრინველია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 5, გვ. 324, თბ., 1980