ოძისი (ნასოფლარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოძისი (მრავალმნიშვნელოვანი)‎.

ოძისიარქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეს სამხრეთით, მეფრინველეობის ფერმიდან 800 მ-ზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

სოფელი გაშენებული ყოფილა ტერასაზე. მრავალ ადგილას ჩანს რიყის ქვით კირის ხსნარზე ნაგებ შენობათა საძირკვლის ნაშთები. უხვად იპოვება თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები (მ. შ. შავად გამომწვარიც). ნასახლარის ნაწილი იხვნება, რის გამოც ზიანდება კულტურული ფენები. ერთ-ერთი ფენის ჭრილში ჩანს ქვაყრილი, სავარაუდოა, ბრინჯაოს ხანის სამაროვანი. ლეკების შემოსევების დროს მოსახლეობა აქედან აყრილა და გადასახლებულა ქსნის ხეობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]