ოქტობერფესტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქტობერფესტი 2003 წელს.

ოქტობერფესტი (გერმ. Oktoberfest) — ყოველწლიური ორ-კვირიანი სახალხო დღესასწაული გერმანიაში, ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში. ტარდება სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში. ოქტობერფესტი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული დღესასწაული და მსოფლიოს უდიდესი გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად 6 მილიონამდე ადამიანი ესწრება. დღესასწაული მსგავსი სახელით სხვა ქალაქებშიც ტარდება, თუმცა ტრადიცია დასაბამს მიუნხენში იღებს სადაც 1810 წელს ლუდვიგ I-მა ცოლად შეირთო გერმანელი პრინცესა ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელი. მათი ქორწილი ერთობ პომპეზური იყო და დიდხანს გაგრძელდა. სწორედ ეს ზეიმი ითვლება ბავარიული ოქტობერფესტის დაარსებად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: